• საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
  • FAQ

ხშირად დასმული კითხვები

რას წარმოადგენს კოალიცია "მედიის ადვოკატირებისათვის"?

კოალიცია ”მედიის ადვოკატირებისათვის” (შემდგომში - კოალიცია) არის არასამთავრობო ორგანიზაციების გაერთიანება, რომელსაც აქვს საკუთარი მიზნები და ამოცანები.

რა არის კოალიცია "მედიის ადვოკატირებისათვის" მიზნები?

  • ქვეყანაში არსებული მედიაგარემოს გაუმჯობესება
  • მედია მფლობელებისა და ჟურნალისტთა ინტერესების დაცვა
  • მედიის როლის გაძლიერება დემოკრატიის განვითარებაში.

რა საკითხებზე მუშაობს კოალიცია?

  • მედიის გამჭვირვალობისა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა
  • საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის მონიტორინგი
  • მედიის მარეგულირებელი საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებასა და ლობირება
  • მედიის სფეროში კანონის აღსრულების მონიტორინგი და დარღვევების აღმოფხვრა
  • ჟურნალისტთა უფლებებისა და მედიის ფინანსური დამოუკიდებლობის დაცვა
  • კოალიციის მიზნებიდან გამომდინარე, შეისწავლის და   მყისიერ რეაგირებას ახდენს მედია სფეროში მიმდინარე მოვლენებზე.

ვინ არიან კოალიციის წევრი ორგანიზაციები?
დღეისათვის კოალიცია აერთიანებს 11 არასამთავრობო ორგანიზაციას, ესენია:

  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია  - GYLA
  • მედიაკლუბი
  • საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი -IDFI
  • ღია საზოგადოების ფონდი OSGF
  • რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი - AB
  • ლიბერალური აკადემია თბილისი
  • საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია - GRMA
  • სატელევიზიო ქსელი
  • საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა  - GDI 

ვინ შეიძლება გახდეს კოალიციის წევრი?

კოალიციის წევრი შეიძლება იყოს ნებისმიერი იურიდიული პირი, რომლის საქმიანობა ემსახურება მედიის ადვოკატირებას და იზიარებს კოალიციის მიზნებს. 

როგორ ხდება კოალიციაში გაწევრიანება?

კოალიციის წევრობის მსურველი იურდიული პირის წერილობითი განცხადებით მიმართავს კოალიციას. კოალიცია წევრად მიღების საკითხს წყვეტს კოალიცია ხმათა უმრავლესობით. კოალიციის დამფუძნებლები და შემდგომ გაწევრიანებული პირები თანაბარი სტატუსით სარგებლობენ.

რა შემთხვევებში შეიძლება შეწყდეს კოალიციის წევრის უფლებამოსილება?

  • საკუთარი განცხადების საფუძველზე
  • კოალიციის მიზნების საწინააღმდეგო ქმედების განხორციელების შემთხვევაში
  • წევრი ორგანიზაციის ლიკვიდაციისას

რა უფლებები და ვალდებულებები აქვთ კოალიციის წევრ ორგანიზაციებს?

  • კვალიფიკაციისა და შესაძლებლობების შესაბამისად მონაწილეობდეს კოალიციის საქმიანობაში
  • სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობდეს კომიტეტის სხდომებში>
  • მიიღოს ყოველგვარი ინფორმაცია კოალიციის წევრებისა და კოორდინატორისაგან კოალიციის საქმიანობის შესახებ.

კოალიციის წევრი ორგანიზაცია მოვალეა

  • დაიცვას წესდებით დადგენილი მოთხოვნები და მიღებული გადაწყვეტილებები
  • გაუფრთხილდეს კოალიციის ავტორიტეტს
  • სრულყოფილად შეასრულოს მის მიერ აღებული ვალდებულება  
  • მიაწოდოს კოალიციას ინფორმაცია მედიაადვოკატირების სფეროში მისი საქმიანობის შესახებ.

როგორ ხდება კოალიციური გადაწყვეტილებების მიღება?

კოალიციის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანოა კომიტეტი; კომიტეტი შედგება დამფუძნებელი და წევრი ორგანიზაციებისაგან, რომელთაც აქვთ თითო ხმა. გადაწყვეტილების მიღება ხდება დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. კომიტეტის გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა ყველა წევრისათვის.

ვინ ახორციელებს კოალიციის წარმომადგენლობას?

კოალიციის წარმომადგენლობას ახორციელებს კომიტეტი და კომიტეტის მიერ უფლებამოსილი პირი - კოალიციის კოორდინატორი.