კომუნიკაციების კომისიის მონიტორინგი მედიის უფლებებისთვის
“კომუნიკაციების კომისიის მონიტორინგი მედიის უფლებებისთვის” - კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის წევრი ორგანიზაციის - "მედიის უფლებების" მიერ მომზადებული კვლევაა. ორგანიზაცია 6 თვის განმავლობაში აკვირდებოდა, როგორ სარგებლობს კომუნიკაციების კომისია კონსტიტუციური გარანტიებით, და რამდენად არის მარეგულირებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და გამოყენებული პროცედურები მიუკერძოებელი ბაზრის ყველა მონაწილის მიმართ.
კომუნიკაციების კომისიის საქმიანობის მონიტორინგი სამოქალაქო სექტორის მხრიდან მედიის მხარდაჭერის ერთ-ერთი ინსტრუმენტია. Პროექტი, რომელიც დაფინანსებულია ღია საზოგადოების ფონდის მიერ, მიზნად ისახავს:
საზოგადოებრივი ინტერესის საგნად იქცეს კომუნიკაციების კომისიის საქმიანობა
რეგულირების პროცესების გასაჯაროებით შემცირდეს მარეგულირებელი კომისიის პოლიტიკური იარაღად გამოყენება
მომზადდეს რეკომენდაციები მედიის რეგულირების პროცესის გაუმჯობესებისთვის
დოკუმენტი წარმოადგენს 2021 წლის 13 აპრილიდან - 13 ოქტომბრამდე პერიოდში კომუნიკაციების კომისიის საქმიანობაზე დაკვირვების შეჯამებას.
მონიტორინგის ჯგუფმა მოამზადდა 5 ყოველთვიური და 14 ყოველკვირეული ანგარიში, რომელიც ხელმისაწვდომი იყო დაინტერესებული პირებისთვის.