სოლიდარობა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს


2020 წლის 3 მაისს, პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს, 15-ზე მეტმა ეროვნულმა და რეგიონულმა მაუწყებელმა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების მხარდასაჭერად 19:00 საათზე ეთერი ერთი წუთით გათიშა. ეკრანებზე კი გამოჩნდა წარწერა “სოლიდარობა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს”.

აქციას ჰეშთეგით “სოლიდარობააჭარისსაზოგადოებრივიმაუწყებლისჟურნალისტებს  საკუთარ ქავერებზე კამპანიის ბანერების განთავსებით შეუერთდნენ უფლებადამცველი ორგანიზაციები და სამოქალაქო აქტივისტები. 

აქცია მედიაკოალიციის ორგანიზებით დაიწყო და მისი მიზანი აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებისთვის  სოლიდარობის გამოხატვა და საზოგადოებისთვის აჭარის მაუწყებელში 2019 -2020 წლებში განვითარებული მოვლენების შეხსენება იყო.