კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ დმანისში მიმდინარე პროცესს ეხმაურება


დღეს, 2021 წლის 17 მაისს გავრცელებული ინფორმაციით, დმანისის შესასვლელთან, სადაც სამართალდამცველებმა გზა დროებით გადაკეტეს, დაპირისპირება მოხდა.
დაპირისპირებაში მონაწილე პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ ადგილზე მყოფ საქართველოს პირველი არხის გადამღებ ჯგუფსაც, ჟურნალისტს, ოპერატორსა და ფოტორეპორტიორს, რომლებიც დმანისში მიმდინარე მოვლენებს აშუქებენ.

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები მოუწოდებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოიძიოს აღნიშნული ფაქტი და ჟურნალისტებს მიეცეთ შესაძლებლობა თავისუფლად ასახონ დმანისში მიმდინარე პროცესები.