განახლებადი ბლოგი 2022 წელი - საქართველოში გამოხატვის თავისუფლების გამოწვევების ქრონოლოგიის აღწერა


 მარტი 2022

02.03.2022. 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესზე გამოკითხვის შემდეგ, “ფორმულას” ჟურნალისტს, რატი წვერავას სასამართლოსთან, სავარაუდოდ, ძალადობრივ ჯგუფებთან დაკავშირებული პირები დახვდნენ. ისინი ჟურნალისტს აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და ცდილობდნენ ძალადობრივ ანგარიშსწორებას. ამასთანავე, შეურაცხყოფა მიაყენეს “რუსთავი 2” -ის თანამშრომლებს არჩილ ჭიჭიბოშვილს და ხათუნა გაგნიძეს. წყარო: https://bit.ly/3MgQLYM  

 

02.03.2022. „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი და თბილისის მერი კახა კალაძე ვოლოდიმერ ზელენსკისა და პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებსა და მთავრობის მიერ უკრაინის მხარდაჭერაზე მედიის შეკითხვებს პასუხობდა, როდესაც „მთავარი არხის“ ჟურნალისტს სიტყვიერად დაუპირისპირდა და შეურაცხყოფა მიაყენა. წყარო https://bit.ly/3hwWKu9  

თებერვალი 2022

იანვარი 2022