მსჯელობა დემოკრატიული რეფორმების შესახებ - შეხვედრა კარა მაკდონალდსთან


დღეს, 2022 წლის 10 ივნისს მედიის ადვოკატირების წევრი ორგანიზაციის წარმომადგენლები ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს კარა მაკდონალდს შეხვდნენ. 

სამუშაო შეხვედრაში მონაწილე პირებმა განიხილეს  და შეაფასეს საქართველოში ადამიანის უფლებების და თავისუფლებების ხარისხი. მათ შორის, კანონის უზენაესობის, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, მედიის თავისუფლების და ადამიანის უფლებების დაცვის მაჩვენებლები.

დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების კუთხით საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების გაცნობის შემდეგ, კარა მაკდონალდმა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი აშშ-ის მტკიცე ერთგულების შესახებ განაცხადა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ დემოკრატიული რეფორმები არის გზა მათ მისაღწევად.