არჩევნების დღის გაშუქების რეკომენდაციები მედიის წარმომადგენლებისთვის


კოალიცია "მედიის ადვოკატირებისათვის" პარტნიორი ორგანიზაციები მზად არიან სამართლებრივი დახმარება გაუწიონ მედიაორგანიზაციებს და ჟურნალისტებს არჩევნების დღეს როგორც ფოტო-ვიდეო გადაღების წესების, ისე სხვა საარჩევნო პროცედურების თაობაზე.


☎️ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ცხელი ხაზი ნომრებზე:

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის / Media Advocacy Coalition 555 795 776

სამართლიანი არჩევნები (ISFED) 0 800 100 143

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 577361520

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია  555133345

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა / Georgian Democracy Initiative 598 823 201

Rights Georgia / უფლებები საქართველო 577 222 361 555 21 66 21

Institute for Development of Freedom of Information 599 000 246

მედიის უფლებები 599 08 03 53


🕵 არჩევნები დღის გაშუქების ზოგადი წესები მედიის წარმომადგენლებისთვის

📖არჩევნების დღეს თან ატარეთ პირადობის მოწმობა/პასპორტი და ცესკოს მიერ გაცემული აკრედიტაციის ბარათი

⏰ საარჩევნო უბანი იხსნება კენჭისყრის დღის 7 საათზე 

❌არ ატაროთ რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სიმბოლიკა და ნიშანი

საარჩევნო უბანზე აუცილებელია პირბადის ტარება


🎥 ფოტო და ვიდეო გადაღების უფლება საარჩევნო უბანზე

📵კენჭისყრის კაბინის  ფოტო-ვიდეო გადაღება აკრძალულია

🎙ინტერვიუს ჩაწერა დასაშვებია მხოლოდ კენჭისყრის შენობის გარეთ

↔️მინიმალური მანძილი ნებისმიერი პირისათვის ფოტოვიდეო გადასაღებად უნდა იყოს არანაკლებ 3 მეტრი, თუ კენჭისყრის შენობა არ იძლევა 3 მეტრიანი დისტანციის დაცვის საშუალებას, გადასაღებ ადგილს განსაზღვრავს შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

⏰საარჩევნო უბანზე თქვენ შეგიძლიათ 10 წუთი გამოიყენოთ თავისუფალი ფოტო-ვიდეო გადაღებისათვის.

🚩07:00  საათიდან - ხმის დათვლის პროცედურის დასრულებამდე - გადაღება შესაძლებელია თავმჯდომარის მიერ სპეციალურად გამოყოფილი ადგილიდან.

📸მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ამომრჩევლების (პოლიტიკური თანამდებობის პირები, საარჩევნო სუბიექტებისა და პოლიტიკური გაერთიანებების ხელმძღვანელები, რელიგიური ლიდერები) ხმის მიცემის პროცესი კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს შეუძლიათ დაუბრკოლებლად/შეუზღუდავად გადაიღონ.  


📝ხელშეშლის დაფიქსირება 

🔴“საარჩევნო კოდექსის” 91-ე მუხლის თანახმად, მედიის წარმომადგენლების  კანონით დადგენილი უფლებების შეზღუდვა ან მათი საქმიანობისათვის ხელის შეშლა – გამოიწვევს შესაბამისი პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

🔴კენჭისყრის შენობაში ნებისმიერი ხელშეშლა დააფიქსირეთ ე.წ. კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში. 


❗️❗️❗️გახსოვდეთ: ზემოთ ჩამოთვლილი ნორმების დარღვევის შემთხვევაში, საუბნო საარჩევნო კომისია, ხმათა უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი პირის კენჭისყრის შენობიდან გაძევების შესახებ, რაც აღინიშნება კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში.


🎥 მუშაობა სარჩევნო უბნის გარეთ 

🚫დაუშვებელია კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსება. ეს მასალა ჩამოხსნას/დემონტაჟს/აღებას ექვემდებარება.

🚫დაუშვებელია აგრეთვე კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ან კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება.

🚷დაუშვებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვა.

1️⃣ 1️⃣ 2️⃣- ის მეშვეობით დააფიქსირეთ კენჭისყრის შენობის გარეთ ნებისმიერი ხელშეშლა ან/და კანონდარღვევა.


📖 საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ მომზადებული დეტალური რეკომენდაციები


📖 საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 24 სექტემბრის #42/2012 დადგენილება „ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ“


📖 საქართველოს საარჩევნო კოდექსი