ვახო სანაიას საქმეზე მართლმსაჯულება სათანადოდ არ აღსრულებულა


მივიჩნევთრომ  ვახო სანაიას საქმეზე მართლმსაჯულება სათანადოდ არ აღსრულებულაჟურნალისტისა და მის ოჯახის წევრებზე თავდასხმის ფაქტისადმი სასამართლოს რბილიდამოკიდებულება კი წარმოადგენს კრიტიკული მედიის მიმართ აგრესიის გაზრდის კიდევ ერთსაფრთხეს.

 

დღეს, 2021 წლის 25 აგვისტოსთბილისის საქალაქო სასამართლომ  ტელეკომპანია “ფორმულას” წამყვან ვახო სანაიაზე თავდასხმის საქმესთან დაკავშირებით განაჩენი  გამოიტანასასამართლომ სამივე ბრალდებულს მინიმალური სასჯელი - 6 თვიანი პატიმრობა შეუფარდარისივადაც დღეს ამოიწურა. Შედეგადისინი საპატიმროს დღესვე დატოვებენამასთანმოსამართლემზეპირი მითითებით დარბაზში არ დაუშვა დაზარალებული ჟურნალისტის ადვოკატი - საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) თავმჯდომარე ედუარდ მარიკაშვილი

თავდასხმაში ბრალდებული სამივე პირი დაკავებული იყო საქართველოს სისხლის სამართლისკოდექსის 126- (ძალადობადა 156- (დევნამუხლებით. Სასამართლომ ბრალდებულ სულიკოსაყევარიშვილს დისკრიმინაციული მოტივითვახო სანაიასთვის ფიზიკური ძალადობისთვისშეუფარდა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომახოლო  გიორგი სახელაშვილი და ვაჟა გიგაურიმოსამართლემ დამნაშავედ ცნო 126- და  156-მუხლებით და მიუსაჯა 6-თვიანი პატიმრობა. Დამატებით ამ უკანასკნელს ასევე დაეკისრა  2500-ლარიანი ჯარიმა.

 

შემთხვევა 2021 წლის 25 თებერვალს მოხდაჟურნალისტ ვახო სანაიას და მის ოჯახის წევრებსთავს დაესხნენ. Ჯერ კიდევ მაშინკოალიციამ მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს სწრაფი დაეფექტიანი გამოძიებით მოეხდინა სათანადო რეაგირება ჟურნალისტისა და მისი ოჯახის წევრებისუფლებების დარღვევის ფაქტებზეამასთან მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივიმანიფესტითრომელსაც ხელს 1000-ზე მეტი ადამიან აწერს,  მოქალაქეებმა  ერთობლივადმიმართეს გადაწყვეტილების მიმღებ უმაღლესი რანგის პირებსსაქართველოსპრემიერ-მინისტრსპარლამენტის წევრებსპარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს დამოითხოვეს ჟურნალისტების უსაფრთხოების მიზნით დაუყოვნებლივ მიეღოთ ზომები

ამწუხაროარომ მწვავე საჭიროების მიუხედავადხელისუფლებას არ გადაუდგამს სათანადონაბიჯები მედიაგარემოს გაუმჯობესების მიზნითსახელმწიფო არ იცავს მედიისწარმომადგენელთა სიცოცხლეს და უსაფრთხოებასმმართველი პარტიის მაღალჩინოსნებიპოლიტიკური ოპონირების რეჟიმში იმყოფებიან კრიტიკულ მედიასთანისინი სიძულვილის ენითაგრესიით და ბოიკოტით პასუხობენ ჟურნალისტების შეკითხვებს და ახალისებენ მედიაზე მორიგთავდასხმებს

 

2021 წლის 5 ივლისიდანმას შემდეგ რაც თბილისში ჟურნალისტებსა და ოპერატორებზემასშტაბური თავდასხმა მოხდამედიის წარმომადგენლების სიცოცხლე და ჯანმრთელობაგანსაკუთრებული რისკის ქვეშ დადგაეს გარემოება კიდევ უფრო ზრდის სასამართლოსპასუხისმგებლობას სათანადოდ შეისწავლოს ჟურნალისტების დაშინების თითოეული მცდელობადა გადაწყვეტილება მიიღოს პოლიტიკური მოტივების გარეშე.  სამწუხაროარომ ვახო სანაიასსაქმესთან დაკავშირებით სასამართლომ რისკები სათანადოდ არ შეაფასა.

 

მასთან ერთად მიგვაჩნიარომ მოსამართლის ზეპირი მითითებარომლითაც თითქოსდაკოვიდრეგულაციებიდან გამომდინარემხოლოდ დაზარალებული ჟურნალისტის ადვოკატსშეეზღუდა სხდომაზე დასწრების შესაძლებლობაწარმოადგენს ადვოკატის პროფესიულსაქმიანობაში დაუსაბუთებელ ჩარევასეს შემთხვევა არის საშიში მცდელობა ჟურნალისტებიდარჩნენ სამართლებრივი დახმარების გარეშეუფლებადამცველებს კი აღარ ჰქონდეთშესაძლებლობა სათანადო მხარდაჭერა აღმოუჩინონ მედიას.

 

ხელმომწერი ორგანიზაციები:

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი

მედიაკლუბი

მედიის განვითარების ფონდი

მედიის უფლებები

რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი

სატელევიზიო ქსელი

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

უფლებები საქართველო

ღია საზოგადოების ფონდი