კომუნიკაციების კომისია პროგრამის შინაარსის განხილვით კანონს არღვევს


მედიის ადვოკატირების კოალიციის წევრი ორგანიზაციების შეფასება.


კიდევ ერთხელ ვეხმიანებით კომუნიკაციების კომისიის მიერ უხამსობის რეგულირებისმიზნით წამოწყებულ აქტივობებს და მიგვაჩნიარომ კომისია მოქმედებს კანონისსაწინააღმდეგოდ

 

კატეგორიულად მიუღებელია კომისიის მცდელობაშეითავსოს თვითრეგულირების ორგანოსფუნქცია და ჩაერიოს მაუწყებლის შინაარსშივინაიდან მას ამის უფლებამოსილება არგააჩნიაასეთი ფაქტის დაშვებით სახეზე იქნება მედიის შინაარსობრივი კონტროლირაცსიტყვის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრესი ფორმაა.

 

საქართველოს კანონმდებლობასა და კონსტიტუციასთან შეუსაბამო პრაქტიკის დამკვიდრებაწარმოადგენს ცენზურის პირდაპირ საფრთხეს.კომუნიკაციების კომისიაში მიმდინარე სადავო განხილვა ამჟამად სადავოა 2020 წლის 12 დეკემბერს ტელეკომპანია „მთავარი არხის” გადაცემაში „შაბათის მთავარი” გასული სიუჟეტიმასალა მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას შეეხებოდა , რომელშიც ჟურნალისტიბექა ყორშია პლენარულ სხდომაზე შენობაში გადაღებული მასალებითიქვე ჩაწერილიკომენტარებითა და საავტორო ტექსტითერთპარტიული პარლამენტის უარყოფით მხარეებზესაუბრობსფინანსთა მინისტრისივანე მაჭავარიანის კადრებირომელიც კომისიის 2020 წლის21 იანვრის სხდომაზე სადავო გახდასწორედ პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზშისაჯარო სივრცეშია გადაღებული.

 

წარმოების დაწყების საფუძველი კომუნიკაციების კომისიის აუდიო-ვიზუალური მომსახურებისდეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის კონსტანტინე ქორიძის 2020 წლის 28 დეკემბრისსამსახურეობრივი ბარათიააღნიშნული დეპარტამენტის შეფასებით, „მთავარი არხის“ ეთერში განთავსებული სიუჟეტი შეიცავს ქმედებებს (განცხადებებსრომლებიცეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებსაღნიშნულ არაეთიკურქმედებებს (განცხადებებსარ გააჩნია საზოგადოებრივ-პოლიტიკურიკულტურულისაგანმანათლებლო და მეცნიერული ღირებულებადა ცალსახად ლახავს ადამიანისა დამოქალაქის ღირსებას და ძირითად უფლებებსშესაბამისადიკვეთება „მაუწყებლობისშესახებსაქართველოს კანონის 56- მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევის ნიშნები.

 

სხდომის მონიტორინგისასჩვენთვის ნათელი გახდარომ კომისია აპელირებს 2009 წლის 10 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე და სწორედმასზე დაყრდნობით ცდილობს წარმოაჩინოს ისეთითქოს საკონსტიტუციო სასამართლომმიღებული გადაწყვეტილებით მას მიანიჭა უფლებამოსილება შეაფასოს პროგრამებისშინაარსობრივი მხარე (დაადგინოს შეიცავს თუ არა ის ადამიანის უფლებების ან ღირსებისშემლახველ უხამსობას). კომისიის მოსაზრება არ შეესაბამება რეალობას და მეტიცეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს 11 წლის წინ მიღებულ გადაწყვეტილებასრომელიც უპირველესად გამოხატვის თავისუფლების დაცვის სულისკვეთებაზე არის აგებულისწორედ ამიტომ გვსურს დეტალურად განვიხილოთ აღნიშნული გადაწყვეტილების შინაარსიდა სასამართლოს მოტივაცია.


საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი გარემოებები და მოტივაცია


2007 წელს საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდა მაუწყებლობის შესახებსაქართველოს კანონისა და „მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ის ნორმებირომლებიც კრძალავდა მაუწყებლის მიერ რიგივალდებულებების დარღვევის შემთხვევაში კერძო პირების მიერ მათ გასაჩივრებასკომისიასა და სასამართლოშისადავო ნორმები გასაჩივრდა საქართველოს კონსტიტუციისძველი რედაქციის 42- მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებაშირომელიც იცავსსამართლიანი სასამართლოს უფლებას.

 

საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი მხოლოდ იმ ნაწილში დააკმაყოფილარომელიცეხებოდა მაუწყებლების ვალდებულებასარ განათავსონ ადამიანისა და მოქალაქისღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამა ან რეკლამარომელიცშეიცავს უხამსობასშედეგადსასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო „მაუწყებლობისშესახებ“ საქართველოს კანონის მე–14 მუხლის მე–2 პუნქტის სიტყვები „გარდა ამ კანონის 52-, 54-, 56– ... მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა“ იმ ნაწილშირომელიც ეხება 56-მუხლის მე–4 პუნქტის სიტყვებს „...ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითადუფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსებარომელიც შეიცავსუხამსობას“, საქართველოს კონსტიტუციის 42- მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

 

დანარჩენ ნაწილებთან მიმართებაში კი მიიჩნიარომ გასაჩივრებული ნორმებით არილახებოდა პირთა კანონიერი ინტერესები და კონსტიტუციური უფლებებიამგვარიინტერესების არარსებობის პირობებში კისასამართლოსადმი მიმართვის საჭიროება არ იდგადღის წესრიგში.

 

რაც შეეხება სასამართლოს მოტივაციასროგორც უკვე აღვნიშნეთსასამართლოსათვისმიმართვა საკონსტიტუციო სასამართლომ დასაშვებად ცნო მხოლოდ იმ შემთხვევაშიროდესაც უხამსობის შემცველი პროგრამა ლახავს ადამიანისა და მოქალაქის ღირსებასა დაძირითად უფლებებსმნიშვნელოვანია ყურადღება გავამახვილოთ ამ საკითხთანდაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სამოტივაციო ნაწილში გაკეთებულშემდეგ დასკვნაზე: „შესაბამისადმაუწყებლის მიერ დარღვეული უფლების აღდგენისმათშორისუფლების დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნითსასამართლოსადმი მიმართვის აკრძალვა არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 42- მუხლისპირველ პუნქტს.“

 

სასამართლო საუბრობს იმაზერომ იმ ადამიანსრომელიც მიიჩნევს რომ დაერღვაკონსტიტუციური უფლებები ან შეელახა უფლება (უხამსი პროგრამის გადაცემით), უნდაჰქონდეს სასამართლოსადმი მიმართვის შესაძლებლობარათა მოითხოვოს ზიანისანაზღაურებაამდენად ის გამოხატვის თავისუფლების საპირწონედ საუბრობს კონკრეტულიინდივიდის ინტერესზედარღვეული უფლებების აღდგენის მიზნითისარგებლოსკონსტიტუციური უფლებით და მიმართოს სასამართლოს თავადროგორც მოსარჩელემამრიგადსასამართლოს ერთადერთი მოტივატორითუ რატომაც დააკმაყოფილა ამ ნაწილშისარჩელი იყო ისრომ თავად ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს შესძლებოდა მაუწყებლის მიერვალდებულების დარღვევის შემთხვევაში და მისი უფლებების შელახვისას გაესაჩივრებინა ესფაქტი სასამართლოში.

 

სასამართლოს არც ერთ პარაგრაფშიარც პირდაპირ და არც ირიბად მიუთითებია იმაზერომასეთივე უფლებამოსილება უნდა გააჩნდეს მესამე პირსადმინისტრაციულ ორგანოსრომელიც საკუთარი ინიციატივითყოველგვარი მოსარჩელის გარეშეთავად გადაწყვეტს რომკონკრეტული პროგრამა ლახავს ვინმეს ინტერესებს და შეიცავს უხამსობასაღნიშნული არათუარ გამომდინარეობს გადაწყვეტილებიდანარამედ პირდაპირ ეწინააღმდეგება მასვინაიდანამავე გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლო ვრცელ მსჯელობას უძღვნისგამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის სააფრთხეებსმაშინროდესაც დაცვის საგანი ხდებასუბიექტური გრძნობები და აბსტრაქტული ცნებებიაღნიშნული რისკები კი კიდევ უფრო მეტადიზრდება მაშინროდესაც ამ საკითხებს განიხილავს არა დამოუკიდებელი ხელისუფლებისშტო (მოსარჩელის მიერ შეტანილი სარჩელის საფუძველზე), არამედ ადმინისტრაციულიორგანოსაკუთარი ინიციატივით.

 

სასამართლო აღნიშნავს: „ამავე დროს უნდა აღინიშნოსრომ გამოხატვის თავისუფლებისშემზღუდველი ნორმები უნდა იყოს გათვალისწინებული ნათელი და განჭვრეტადივიწროდმიზანმიმართული კანონითსასამართლოსადმი მიმართვის უფლება გარანტირებული უნდაიყოსროდესაც უფლების დარღვევას მაუწყებლის ბრალეული ქმედება იწვევსამასთანგამოკვეთილი უნდა იყოს ის უფლებარომლის დასაცავადაც გამოხატვის თავისუფლებაშეიძლება შეიზღუდოსზნეობრიობის საკითხების სასამართლო წესით განსჯადობა უარყოფითეფექტს იქონიებს მაუწყებლის თავისუფლებაზე იმდენადრამდენადაცუმეტეს შემთხვევაშიძნელია ობიექტურად იმის განსაზღვრარა შეესაბამება ზნეობრივ ნორმებს და რა არაასეთისაკითხების სასამართლო წესით განსჯადობა გამყინავ ეფექტს იქონოებს მაუწყებლისთავისუფლებაზე და შედეგად დააზარალებს მთლიანად საზოგადოებას.“ 

 

მნიშვნელოვანია აღნიშნოს ისიცრომ მთელ გადაწყვეტილებაში საუბარი როგორც მხარეებისისე სასამართლოს მხრიდან სწორედ სასამართლოში გასაჩივრების უფლებაზე მიმდინარეობსდა კომისიის მანდატი ამ საქმეში არც პირდაპირ და არც ირიბად არ განხილულამეტიცამისუფლებამოსილება საკონსტიტუციო სასამართლოს არც გააჩნდავინაიდან სადავო ნორმებიგასაჩივრებული იყო მხოლოდ სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან მიმართებაშირომელიც არც მაშინდელი და არც ამჟამინდელი პრაქტიკით არ მოიცავს რომელიმეადმინისტრაციული ორგანოსადმი მიმართვის უფლებასსაკონსტიტუციო სასამართლო კიყოველთვის შებოჭილია იმ სასარჩელო მოთხოვნითრაც დაყენებულია მოსარჩელის მიერშესაბამისადსაფუძველს მოკლებულია მსჯელობათითქოს საკონსტუტიციო სასამართლომმიღებული გადაწყვეტილებით და ერთ-ერთი სადავო ნორმის გაუქმებითკომისიას რაიმეუფლებამოსილება მიანიჭა

 

საკონსტიტუციო სასამართლოს განხილული გადაწყვეტილების საფუძველზე კომუნიკაციებისკომისიის მიერ საკუთარი თავისთვის თვითნებურად დაწესებული მანდატი წარმოადგენსუკანონო ქმედებას და საკონსტიტუციო სასამართლოს უპატივცემულობასრომელიც არათუ არგამომდინარეობს გადაწყვეტილებიდანარამედ პირდაპირ ეწინააღმდეგება მისსულისკვეთებას.

 

ამდენადსაკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად 56- მუხლის მეოთხეპუნქტის დარღვევის შემთხვევაში თვითრეგულირების მექანიზმის პარალელურად გაჩნდამისი მხოლოდ სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობა და ისიც მხოლოდ იმ მიზნითრომ კონკრეტულ ინდივიდს ჰქონდეს შელახული კონსტიტუციური უფლების აღდგენისსაშუალებაროგორც საკონსტიტუციო სასამართლოისე ადამიანის უფლებათა ევროპულისასამართლო ცალსახად მიუთითებენრომ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა მხოლოდვიწროდ მიზანმიმართული კანონით შეიძლება მოხდესკომუნიკაციების კომისიის ხელში კიჩნდება საშიშროებარომ მაუწყებელს პასუხისმგებლობა იმ შემთხვევაშიც დაეკისრებათუკისადავო პროგრამას არ ეყოლება უშუალოდ დაზარალებული და უფლებაშელახული ადამიანიტელეკომპანია “მთავარის” ეთერში გასული სადავო სიუჟეტი სწორედ ამის ერთ-ერთიმაგალითიარომლის მთავარის გმირისივანე მაჭავარიანის პოზიციით კომისია საქმისგანხილვისას არც კი დაინტერესებულა.

 

აღსანიშნავიარომ თვითრეგულირებას მიკუთვნებულ საკითხებზემათ შორის უხამსობაზესაკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კომისიას არასდროსუმსჯელიაუფრო მეტიცკომისია საჯარო განცხადებებშიც უთითებდარომ 56- მუხლთანმიმართებით მისი უფლებამოსილება არ ვრცელდება და აღნიშნული მუხლითგათვალისწინებული საკითხები მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს განსახილველია.

 

მაგალითად, 2017 წლის 08 ნოემბრის განცხადებაში „კომისია აღნიშნავსრომ პროგრამულიშეზღუდვების დაუცველობის შემთხვევები ექცევა მაუწყებელთა თვითრეგულირებისმექანიზმის ფარგლების განხილვის ქვეშკერძოდომის პროპაგანდისრასობრივიეთნიკურირელიგიური ან სხვაგვარი შუღლის გაღვივებისრომელიმე ჯგუფის დისკრიმინაციის ანძალადობისკენ წაქეზების აშკარა და პირდაპირ საფრთხის შემცველი პროგრამებისპორნოგრაფიისაგრეთვე ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათაშემლახავიუხამსობის შემცველი პროგრამის ან რეკლამის და სხვგანთავსება არ იწვევსადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას მაუწყებლისთვის და მოქმედიკანონმდებლობა არ ითვალისწინებს მაუწყებლისთვის ასეთი პროგრამის ან რეკლამისგავრცელების აკრძალვის ქმედით მექანიზმებს.”

 

აქვე მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას თვითრეგულირების არსსრომელიც გაშუქების ხარისხისადა ეთიკური დარღვევების გამოსწორების მყისიერი და ეფექტიანი გზაამედიის მთავარიმონაპოვარი მისი რეპუტაცია და ნდობაათუკი მის მიმართ არ იარსებებს ნდობაის უბრალოდვერ იფუნქციონირებსჟურნალისტისთვის მნიშვნელოვანია პირველ რიგში რას ამბობენკოლეგები და მათი აუდიტორიამედიამ თავისი პასუხისმგებლობის ფარგლებში უნდა შეძლოსგააცნობიეროს და გამოასწოროს დარღვევახოლო კომუნიკაციების კომისიის ის პოზიციარომთვითრეგულირების მექანიზმი მაუწყებლებში არ მუშაობს სათანადოდვერ იქნებარადგანთავად ეს ადმინისტრაციული ორგანოა პასუხისმგებელი თვითრეგულირების მექანიზმებისეფექტიან მუშაობზე

 

კომისიაში მიმდინარე წარმოების უარყოფითი გავლენა მედიაზე

კომუნიკაციების კომისია მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროსმარეგულირებელი ორგანოარომლის უფლებამოსილებებს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლი, “მაუწყებლობის შესახებ” და “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოსკანონები ქმნიანჩამოთვლილი ნორმატიული აქტების შინაარსი მათ შორისსასამართლოსმიერ მიღებული გადაწყვეტილებებით განიმარტება

 

თავის მხრივკომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ქმნიან პრეცედენტსრომელიცზუსტი და ერთგვაროვანი პრაქტიკის დადგენის მიზნებს უნდა ემსახურებოდეს

 

გვაქვს მოლოდინირომ კომუნიკაციების კომისიაში საქმის წარმოება დააზიანებსმაუწყებელთა თვითრეგულირების მექანიზმსუკანონო შეზღუდვა კი ასევე გავრცელდება სხვამაუწყებლებზე

 

მოვუწოდებთ კომუნიკაციების კომისიას იმოქმედოს თავისი მანდატისა და კანონმდებლობისფარგლებშიპატივი სცეს მედიის თავისუფლებისა და საზოგადოების ინფორმირებისაღიარებულ სტანდარტებს.