ფიზიკური ანგარიშსწორება ჟურნალისტების მიმართ გრძელდება


16 აპრილს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის გაშუქებისას, შსს-ს წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ ონლაინ გამოცემების “პუბლიკა”-ს, “ტაბულა”-ს და “აპრილი”-ს ჟურნალისტებს. ფიზიკურ ანგარიშსწორებას წინ უძღოდა ონლაინ გამოცემების დაშვების აკრძალვა პარლამენტში კანონპროექტის სასესიო განხილვებზე. 


ქართული ოცნების მმართველობის პირობებში, ჟურნალისტების მიმართ ძალადობა ხშირ მოვლენად იქცა, რაც  სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის დარღვევაა. 


ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლით, ხელისუფლება ქმნის ბარიერს საზოგადოების ინფორმირებისთვის.


მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო უწყებას, დაუყოვნებლივ და სრულად გამოიძიონ ეს შემთხვევა, დაადგინონ დამნაშავეები და დაისაჯონ ისინი კანონის სრული სიმკაცრით. 


Ხელისუფლებამ გაატაროს  ყველა საჭირო ზომა მსგავსი ფაქტების აღსაკვეთად მომავალში, რათა დაცული იყოს ჟურნალისტთა უფლებები და უსაფრთხოება.


ფოტო: "პუბლიკა", "აპრილი"