მუხლი 1.
ზოგადი დებულებანი
1.1. კოალიცია ”მედიის ადვოკატირებისათვის” (შემდგომში - კოალიცია) არის ნებაყოფლობითი გაერთიანება (არარეგისტრირებული კავშირი)
1.2. კოალიციას აქვს საკუთარი მიზნები და ამოცანები, რომელთა განხორციელებაც მოხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში.
1.3. კოალიცია, თავისი მიზნებიდან გამომდინარე, მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
1.4. კოალიციის ადგილსამყოფელია საქართველო, ქ. თბილისი, ჭოველიძის ქ. #10.
მუხლი 2
მიზნები
2.1. კოალიციის მიზნებია:
2.1.1.ქვეყანაში არსებული მედიაგარემოს გაუმჯობესება
2.1.2. მედია მფლობელებისა და ჟურნალისტთა ინტერესების დაცვა
2.1.3.მედიის როლის გაძლიერება დემოკრატიის განვითარებაში.
მუხლი 3
ამოცანები
3.1. საწესდებო მიზნების მისაღწევად კოალიციის ამოცანებია იზრუნებს:
3.1.1. მედიის გამჭვირვალობისა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა
3.1.2. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის მონიტორინგზე
3.1.3. მედიის მარეგულირებელი საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებასა და ლობირება
3.1.4. კანონის აღსრულების მონიტორინგსა და დარღვევების აღმოფხვრაზე
3.1.5. ჟურნალისტთა უფლებებისა და მედიის ფინანსური დამოუკიდებლობის დაცვა
3.1.6. კოალიციის მიზნებიდან გამომდინარე, შეისწავლის და მყისიერ რეაგირებას ახდენს მედია სფეროში მიმდინარე მოვლენებზე.
მუხლი 4
წევრობა
4.1. კოალიციის წევრი შეიძლება იყოს ნებისმიერი იურიდიული პირი, რომლის საქმიანობა ემსახურება მედიის ადვოკატირებას და იზიარებს კოალიციის მიზნებს.
4.2 კოალიციაში იურიდიული პირი წარმოდგენილი იქნება მის მიერ დასახელებული წარმომადგენლით/წარმომადგენლებით.
4.3. კოალიციის წევრობის მსურველი დადგენილი ფორმის წერილობითი განცხადებით მიმართავს კოალიციას. კოალიცია წევრად მიღების საკითხს წყვეტს განცხადების შემოსვლიდან არა უგვიანეს 1 თვისა.
4.3. კოალიციის წევრად პირის მიღება ხდება ”ყველა მინუს ერთი” პრინციპით.
4.4. კოალიციის დამფუძნებლები და შემდგომ გაწევრიანებული პირები თანაბარი სტატუსით სარგებლობენ.
4.5. კოალიციის წევრს უფლებამოსილება უწყდება:
4.5.1. საკუთარი განცხადების საფუძველზე
4.5.2. კოალიციის მიზნების საწინააღმდეგო ქმედების განხორციელების შემთხვევაში
4.5.3. წევრი ორგანიზაციის ლიკვიდაციისას.
4.6. ამავე მუხლის 4.5 (ბ) პუნქტის დარღვევის შემთხვევაში კოალიციის კომიტეტის გადაწყვეტილებით წევრი შეიძლება გაირიცხოს კოალიციიდან, თუ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს კომიტეტის დამსწრე წევრთა ¾. კოალიციამ აღნიშნული საკითხი უნდა განიხილოს დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს 1 თვისა კოალიციის მიზნების საწინააღმდეგო ქმედებიდან.
მუხლი 5
კოალიციის წევრთა უფლება-მოვალეობანი
5.1 კოალიციის წევრს უფლება აქვს:
5.1.1. კვალიფიკაციისა და შესაძლებლობების შესაბამისად მონაწილეობდეს კოალიციის საქმიანობაში
5.1.2. სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობდეს კომიტეტის სხდომებში
5.1.3. მიიღოს ყოველგვარი ინფორმაცია კოალიციის წევრებისა და კოორდინატორისაგან კოალიციის საქმიანობის შესახებ.
5.2. კოალიციის წევრი მოვალეა:
5.2.1. ემსახუროს კოალიციის მიზნებს და დაიცვას წესდებით დადგენილი მოთხოვნები და მიღებული გადაწყვეტილებები;
5.2.2. გაუფრთხილდეს კოალიციის ღირსებასა და ავტორიტეტს
5.2.3. სრულყოფილად შეასრულოს მის მიერ აღებული ვალდებულება
5.2.4. მიაწოდოს კოალიციას ინფორმაცია მედიაადვოკატირების სფეროში მისი საქმიანობის შესახებ.
მუხლი 6
კოალიციის ხელმძღვანელი ორგანო
6.1. კოალიციის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანოა კომიტეტი; კომიტეტი შედგება დამფუძნებელი და წევრი ორგანიზაციებისაგან, რომელთაც აქვთ თითო ხმა. გადაწყვეტილების მიღება ხდება დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით.
6.2. კომიტეტის გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა ყველა წევრისათვის.
6.3 კომიტეტი უფლებამოსილია:
6.3.1. მიიღოს გადაწყვეტილება ყველა სტრატეგიულ საკითხზე
6.3.2. გადაწყვიტოს წევრად მიღებისა და გარიცხვის საკითხები
6.3.3. წესდებაში შეიტანოს ცვლილებები ან დამატებები
6.3.4. გადაწყვიტოს საწევრო შენატანების დაწესება და განსაზღვროს მისი ოდენობა
6.3.5. განსაზღვროს კოალიციის კოორდინატორის ფუნქციები
მუხლი 7
კოალიციის წარმომადგენლობა
კოალიციის წარმომადგენლობას ახორციელებს კომიტეტი და კომიტეტის მიერ უფლებამოსილი პირი კოორდინატორის სახით
მუხლი 8
კოალიციის ქონება
8.1. კოალიციას არ გააჩნია ქონება, ის არის ნებაყოფლობით საფუძველზე შექმნილი გაერთიანება.
8.2. ნებისმიერი ქონება, რომელსაც კოალიცია შეიძენს საქმიანობის პროცესში შეიძლება მოხმარდეს მხოლოდ მისი საწესდებო მიზნების განხორციელებას.
მუხლი 9
კოალიციის საქმიანობის შეწყვეტა
კოლიციის საქმიანობის შეწყვეტა (გაუქმება) შესაძლებელია კოალიციის კომიტეტის წევრთა ¾ გადაწყვეტილებით.