მედია საფრთხეშია - სამუშაო შეხვედრა

2021 წლის 27 ივლისს, კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ ინიციატივით მედიის უსაფრთხოების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მომხსენებლები იყვნენ როგორც ჟურნალისტები და მედიაორგანიზაციების ხელმძღვანელები, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. საერთო ღონისძიების მთავარი მიზანი მედიის დაცვა და ჟურნალისტებზე თავდასხმის შემთხვევაში, შესაბამისი რეაგირების მექანიზმების შემუშავება იყო. ყველა მონაწილე შეთანხმდა, რომ საქართველოში ჟურნალისტებს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას საფრთხე ყოველდღიურად ემუქრება. კოალიცია "მედიის ადვოკატირებისათვის" მზადაა გააგრძელოს კომუნიკაცია ყველა მედიასაშუალების ხელმძღვანელთან ჟურნალისტებისა და ოპერატორების დაცვის საკითხების გასაძლიერებლად.