ანტიევროპული პროპაგანდა საქართველოში

13 დეკემბერი 2022

მედიაკოალიციის წევრმა ორგანიზაციამ “უფლებები საქართველომ” გამოაქვეყნა საინფორმაციო ანგარიში “ანტიევროპული პროპაგანდა საქართველოში: ადგილობრივი აქტორების სახეცვალება და ახალი ნარატივები”.

ანგარიში მოიცავს პერიოდს 2022 წლის აგვისტოდან ნოემბრამდე და აანალიზებს ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციულ ნარატივებს და მათი გავრცელების კონტექსტს.

კვლევამ გამოავლინა, რომ რუსეთი აქტიურად იყენებს გავლენის გაფართოების მოდელს საქართველოში, რომელიც მოიცავს კორუფციას, პროპაგანდას და ადგილობრივი აქტორების გამოყენებას. 2016-2020 წლებში ანტიდასავლური გზავნილების რაოდენობა სამმაგად გაიზარდა.

უკრაინის ომმა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობამ მნიშვნელოვნად განსაზღვრა 2022 წლის პროპაგანდის შინაარსი. ძირითადი ნარატივი იყო, რომ დასავლეთი ცდილობს საქართველოს ომში ჩათრევას. ამ იდეის გავრცელებაში აქტიურად მონაწილეობდნენ მმართველი პარტია, ულტრამემარჯვენე ჯგუფები და მათთან დაკავშირებული მედიასაშუალებები.

ანგარიშის თანახმად, 2023 წელსაც მოსალოდნელია ანტიდასავლური პროპაგანდის გაგრძელება, განსაკუთრებით ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად საჭირო რეფორმების კონტექსტში.

ანგარიში სრულად.

ამ თემაზე

ᲡᲐᲮᲔᲚᲘᲡᲣᲤᲚᲔᲑᲝ ᲛᲔᲓᲘᲘᲡ ᲛᲘᲔᲠ ᲒᲐᲕᲠᲪᲔᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲒᲔᲘ ᲬᲧᲕᲘᲚᲘᲡ ᲤᲝᲢᲝ AI ᲒᲔᲜᲔᲠᲘᲠᲔᲑᲣᲚᲘᲐ

The photo of a gay couple spread by pro-government media was generated by using artificial intelligence

ᲘᲛᲔᲓᲘᲡ ᲓᲔᲖᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ, ᲗᲘᲗᲥᲝᲡ ᲐᲥᲪᲘᲐᲖᲔ ᲨᲔᲘᲐᲠᲐᲦᲔᲑᲣᲚᲘ ᲓᲔᲛᲝᲜᲡᲢᲠᲐᲜᲢᲘ ᲘᲧᲝ

სამთავრობო სარედაქციო პოლიტიკის მქონე იმედმა ამავე ღამის საპროტესტო აქციიდან გაავრცელა ფოტო, რომელზეც თითქოს შეიარაღებული დემონსტრანტი იყო ასახული.

საინფორმაციო გარემოს ბარომეტრი

Vibrant Information Barometer ყოველწლიური კვლევაა, რომელიც აფასებს საინფორმაციო გარემოს სხვადასხვა მაჩვენებლის მიხედვით.