არჩევნები 2024 გაშუქება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგებით, მმართველი პარტია “ქართული ოცნება”  54.23%-ით ლიდერობს. ოპოზიციური პარტიების ჯამური მაჩვენებელი, რომლებმაც 5%-იანი ბარიერი გადალახეს,  37.44%-ს შეადგენს. მაშინ როცა “ქართული ოცნება” გამარჯვებას ზეიმობს, ოპოზიცია არ ცნობს არჩევნების ლეგიტიმურობას, ხოლო სადამკვირვებლო ორგანიზაციები “ფართომასშტაბიან” გაყალბებაზე საუბრობენ და ოფიციალური შედეგების ბათილად ცნობას მოითხოვენ.

პრეზიდენტ ზურაბიშვილის შეფასებას, რომ ეს არჩევნები არ იყო არც თავისუფალი და არც სამართლიანი და არ ასახავს ხალხის ნებას, იზიარებენ საერთაშორისო დამკვირვებლები და დასავლური დემოკრატიის ქვეყნების. აშშ, ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები და ევროსაბჭოს წარმომადგენლები საქართველოს საარჩევნო დარღვევების დამოუკიდებელი და გამჭვრივალე გამოძიებისკენ მოუწოდებენ.

ამ პროცესში გადამწყვეტი როლი აქვს დამოუკიდებელ მედიას, რომლის გაშუქებამ წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნების დღეს და მის შემდგომაც თვალსაჩინო გახადა ამომრჩევლებზე ზემოქმედების მეთოდები და საარჩევნო დარღვევების სისტემური ხასიათი.

მედიის ადვოკატირების კოალიცია აგროვებს ჟურნალისტების მიერ არჩევნების თემაზე მომზადებულ მასალებს, უზრუნველყოფს მათ ინგლისურ თარგმანს და სხვადასხვა აუდიტორიისთვის ხელმისაწვდომობის მიზნით, თავს უყრის ამ სექციაში.

შედეგები ვერ მოიძებნა