
შენი ხმა მედიიდან ისმის
საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში საგრძნობლად გახშირდა ხელისუფლების მიერ მედიის შევიწროება, თავისუფალი მედიის გაუფასურებისა და დისკრედიტირების არაერთ მცდელობას ვხედავთ, რომელიც, ხშირ შემთხვევაში სახელმწიფოს მხრიდან არის წახალისებული.