კამპანიები

მედიის ადვოკატირების კოალიციის საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია საზოგადოების მხარდაჭერის გაზრდა მედიის მიმართ. კოალიციის ლიდერობით განხორციელებული ინიციატივები ხელს უწყობს საზოგადოების დიდი ნაწილის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების ინტერესის გაზრდას მედიის თავისუფლების საკითხის მიმართ. ეს კამპანიები, ხშირად, ხორციელდება დამოუკიდებელ მედიასაშუალებებთან და იმ ინფლუენსერებთა თანამშრომლობით, ვინც იზიარებს გამოხატვის თავისუფლებისა და თავისუფალი მედიის მნიშვნელობას.

კოალიციის კამპანიები რამდენიმე საინფორმაციო არხს ერთდროულად მოიცავს – სოციალური მედიის პლატფორმებს, ქუჩის მხატვრობას და მონაწილეობას ტრადიციულ მედიაში.

შედეგები ვერ მოიძებნა