#თავისუფლებამზიას

2025 წლის 11 იანვარს ბათუმში, პოლიციის სამმართველოს შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ორჯერ დააკავეს ცნობილი ჟურნალისტი, გაზეთ „ბათუმელებისა“ და ონლაინ გამოცემა „ნეტგაზეთის“ დირექტორი – მზია ამაღლობელი. პირველად, იგი უკანონოდ დააკავეს აჭარის პოლიციის სამმართველოს შესასვლელის ღობეზე  სტიკერის გაკვრის გამო. მიუხედავად იმისა, რომ იგი ხელწერილით გაათავისუფლეს, მზია ამაღლობელი მალევე ხელმეორედ დააკავეს პოლიციის შენობის წინ, ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძესთან დაპირისპირებისა და სილის გაწვნის გამო, რაც პოლიციის უფროსის მხრიდან მის მიმართ გამოვლენილ შეურაცხმყოფელ ქცევას მოჰყვა.

12 იანვარს მზია ამაღლობელს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით, რომელიც ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომელზე თავდასხმას გულისხმობს და 3-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ქუთაისის და ბათუმის სასამართლოების გადაწყვეტილებით მზია ამაღლობელი წინასწარ პატიმრობაში რჩება. ის არის პირველი ჟურნალისტი საქართველოში, რომელსაც რეპრესიული რეჟიმის მხრიდან პატიმრობა ემუქრება.

მედიის ადვოკატირების კოალიცია მხარს მზიას და მის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივ დევნას განიხილავს როგორც განსხვავებული აზრის ჩახშობის მიზანმიმართულ მცდელობას.

გამოიწერეთ გაზეთ “ბათუმელების” ყოველთვიური საინფორმაციო ბიულეტენი მზია ამაღლობელის შესახებ.

#თავისუფლებამზიას

#თავისუფლებამზიას- პრესის თავისუფლების ინსტიტუტი

IPI-ის გლობალური ქსელი მოითხოვს ქართველი ჟურნალისტისა და IPI-ის წევრის, მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, რომელიც 11 იანვრიდან წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

ლია ჩახუნაშვილი მზია ამაღლობელის შესახებ

ხატია ჯინჯიხაძე მზია ამაღლობელის შესახებ

მზია ამაღლობელის დაკავების, პატიმრობისა და ბრალდების კანონიერების საკითხი

მზია ამაღლობელის დაკავების სამართლებრივი შეფასება

მამუკა ანდღულაძე მზია ამაღლობელის შესახებ-#თავისუფლებამზიას

გურამ როგავა მზია ამაღლობელზე

მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქციები ბათუმში

ინგა გრიგოლია მზია ამაღლობელის შესახებ

მზია ამაღლობელის დაკავება წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა

არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიაორგანიზაციების, ჟურნალისტებისა და უფლებადამცველების განცხადება