დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ბათუმელების დირექტორი მზია ამაღლობელი

12 იანვარი 2025

მედიის ადვოკატირების კოალიცია ეხმაურება გამოცემა „ბათუმელების” დირექტორის, მზია ამაღლობელის უკანონო დაკავებას და მოითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ მედიის წარმომადგენლის დაკავება მოხდა მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დროს, სადაც პოლიციამ ასევე უკანონოდ დააკავა ათამდე მოქალაქე. აღსანიშნავია, რომ დაკავების საფუძველი – კედელზე წარწერის „იფიცება საქართველო” განთავსება – წარმოადგენს გამოხატვის თავისუფლების ლეგიტიმურ ფორმას.

კოალიცია აღნიშნავს, რომ “ქართული ოცნება” აგრძელებს მედიის წარმომადგენლებზე ზეწოლას და მათი საქმიანობის შეზღუდვას. განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ მაშინ, როდესაც აქციის მონაწილეთა მიმართ ძალადობის ჩამდენ პირთა მიმართ გამოძიება არ მიმდინარეობს, პოლიცია უკანონოდ აკავებს მშვიდობიან მომიტინგეებს და მედიის წარმომადგენლებს.

მედიის ადვოკატირების კოალიცია მოითხოვს დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს მზია ამაღლობელი, ასევე, სხვა უკანონოდ დაკავებული პირები და წინასწარ პატიმრობაში მყოფი პოლიტპატიმრები.

აღსანიშნავია, რომ კოალიცია განცხადებით გამოეხმაურა მზია ამაღლებულის დაკავებას პლაკატის გაკვრის გამო, რის შემდეგადაც იგი გაათავისუფლებს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კვლავ დააკავეს.

ამ თემაზე

კოალიციის განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ დამოუკიდებელი ჟურნალისტების დევნის შესახებ

“ოცნების ქალაქში” ჟურნალისტებს მუშაობას უზღუდავენ

"აჭარა თაიმსის" და "გამომძიებელი რეპორტიორების" ჟურნალისტებს ქართული ოცნების აქტივისტები დაესხნენ თავს.

“ქართული ოცნების” მიზანია თავისუფალი მედიის განადგურება და გამოხატვის თავისუფლების ჩახშობა

საქართველოში მედიის წინააღმდეგ განხორციელებული რეპრესიები საგანგაშო მასშტაბებს აღწევს.