დეზინფორმაციასთან ბრძოლა

საქართველოში ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ადამიანისთვის ხდება ინტერნეტი ინფორმაციის მიღების მთავარი წყარო. ინტერნეტით ინფორმაციის სწრაფად გავრცელების და აუდიტორიაზე წვდომის მასშტაბის ზრდის პარალელურად, თითქმის შეუძლებელი ხდება დეზინფორმაციის გავრცელების პრევენცია. შესაბამისად, მოქალაქეებიც უფრო ხშირად ხდებიან ონლაინ სივრცეში ფართოდ გავრცელებული დეზინფორმაციის მსხვერპლი, ისევე როგორც უნებლიე გამავრცელებლები.

რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასტაბიანი ომის დაწყებამ ნათლად დაგვანახა დეზინფორმაციის თანხლები საფრთხეები. ომის დაწყებას წინ უძღოდა აგრესიული რუსული დეზინფორმაციული კამპანიები, ხოლო უშუალოდ ომის პროცესში დეზინფორმაცია რუსეთის მთავარ საბრძოლო იარაღად იქცა.

MAC წევრი ორგანიზაციის საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს 2023 წლის კვლევა აჩვენებს, რომ საქართველო რუსული დეზინფორმაციისა და ჰიბრიდული ომის სამიზნეა, რაც მოიცავს პროპაგანდას, დეზინფორმაციასა და საბოტაჟს, რომელიც ქვეყნის დესტაბილიზაციისკენაა მიმართული.

დეზინფორმაცია საქართველოში რამდენიმე მიმართულებით წარმოადგენს საფრთხეს. არათუ არ არსებობს ხელისუფლების პოლიტიკური ნება დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიმართულებით, არამედ მმართველი პარტია “ქართული ოცნება”და მასთან დაკავშირებული სუბიექტები აქტიურად არიან ჩართული ანტიდასავლური დეზინფორმაციული ნარატივების გავრცელებაში, რომელიც, უმეტესწილად დასავლურ დემოკრატიულ ინსტიტუტებს და არასამთავრობო სექტორს მიემართება. ამის მაგალითია საქართველოში “მეორე ფრონტის” გახსნის და “გლობალური ომის პარტიის” არსებობის შესახებ შეთქმულების თეორიის გავრცელება.

საქართველოში რუსული დეზინფორმაციის გავლენას ხელს უწყობს დეზინფორმაციის გავრცელება ქართულ ენაზე პოლიტიკური პარტიების, პოლიტიკოსების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, მედიების, ულტრამემარჯვენე ჯგუფების, სასულიერო პირების და სოციალურ ქსელებში არსებული ყალბი გვერდების მეშვეობით.

MAC წევრი ორგანიზაციების სამართლიანი არჩევნებისა და მედიის განვითარების ფონდის საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულებაა დეზინფორმაციის კვლევა და პრევენცია. ორგანიზაციები აანალიზებენ სოციალურ ქსელებში კოორდინირებულ არაავთენტურ ქმედებებს ორგანიზებული დეზინფორმაციული კამპანიების გამოსავლენად. წლების მანძილზე, სამართლიანი არჩევნებისა და მედიის განვითარების ფონდის ჩარევით, სოციალურ მედიაში დეზინფორმაციის გამავრცელებელი ასობით ყალბი ანგარიში დაიბლოკა.

ფაქტების გადამოწმების და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციის დეზინფორმაციასთან დაპირისპირებით, მედიის განვითარების ფონდი ხელს უწყობს საზოგადოების მედიაწიგნიერებას და კრიტიკული აზროვნების განვითარებას, რაც დეზინფორმაციის გავლენის შემცირების ერთადერთ ეფექტურ მექანიზმად მიიჩნევა.

ამ თემაზე

ᲡᲐᲮᲔᲚᲘᲡᲣᲤᲚᲔᲑᲝ ᲛᲔᲓᲘᲘᲡ ᲛᲘᲔᲠ ᲒᲐᲕᲠᲪᲔᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲒᲔᲘ ᲬᲧᲕᲘᲚᲘᲡ ᲤᲝᲢᲝ AI ᲒᲔᲜᲔᲠᲘᲠᲔᲑᲣᲚᲘᲐ

The photo of a gay couple spread by pro-government media was generated by using artificial intelligence

ᲘᲛᲔᲓᲘᲡ ᲓᲔᲖᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ, ᲗᲘᲗᲥᲝᲡ ᲐᲥᲪᲘᲐᲖᲔ ᲨᲔᲘᲐᲠᲐᲦᲔᲑᲣᲚᲘ ᲓᲔᲛᲝᲜᲡᲢᲠᲐᲜᲢᲘ ᲘᲧᲝ

სამთავრობო სარედაქციო პოლიტიკის მქონე იმედმა ამავე ღამის საპროტესტო აქციიდან გაავრცელა ფოტო, რომელზეც თითქოს შეიარაღებული დემონსტრანტი იყო ასახული.

საინფორმაციო გარემოს ბარომეტრი

Vibrant Information Barometer ყოველწლიური კვლევაა, რომელიც აფასებს საინფორმაციო გარემოს სხვადასხვა მაჩვენებლის მიხედვით.