ძალადობა პირდაპირ ეთერში

27 დეკემბერი 2024

„ორ კვირაში, ქართულმა ოცნებამ იმაზე მეტი ჟურნალისტი დაასახიჩრა, ვიდრე ეს ომის დროს ხდება.“ – გურამ როგავა, ჟურნალისტი.

ამ დრომდე, ჟურნალისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე განხორციელებულ თავდასხმის ფაქტებზე არც ერთი პირი არ არის იდენტიფიცირებული და დაკავებული.

დოკუმენტური ფილმი მომზადებულია Movement და კოალიციის თანამშრომლობის შედეგად.

28 ნოემბერს, საქართველოში მასშტაბური პროევროპული დემონსტრაციები დაიწყო მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ “ქართული ოცნება” აჩერებს მოლაპარაკებებს ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე.

საპროტესტო აქციების დროს დაფიქსირდა მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის, აპარატურის ჩამორთმევის, დაკავებისა და პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის 90-ზე მეტი შემთხვევა. 

ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები მიზანმიმართულად მოქმედებდნენ ჟურნალისტების წინააღმდეგ, რამაც რიგ შემთხვევებში მძიმე ფიზიკური დაზიანება და ჰოსპიტალიზაცია გამოიწვია. მიზანმიმართული თავდასხმის და აქციის დარბევის შედეგად აღრიცხულია მედიის წარმომადგენლების ფიზიკურად დაზიანების 70-მდე შემთხვევა, სამუშაო აღჭურვილობის ჩამორთმევის 20-მდე ფაქტი და მედიის წარმომადგენელთა დაკავების 10-მდე შემთხვევა.

მედიის ადვოკატირების კოალიციის წევრი ორგანიზაციები – საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამედიაჩეკერი და მედიაომბუდსმენი – აღრიცხავენ და აგროვებენ ინფორმაციას ამ ინციდენტების შესახებ, რომელსაც ქვემოთ მოცემულ დირექტორიაში განახლებადი მონაცემების სახით გთავაზობთ.

ამ თემაზე

საზოგადოებრივი მაუწყებელი

საზოგადოებრივი მაუწყებლის გარშემო განვითარებული პროცესები და საკანონმდებლო ცვლილებები მაუწყებელზე ხელისუფლების მზარდ გავლენაზე მიუთითებს.

მედიის ადვოკატირების კოალიცია საზოგადოებრივი მაუწყებლებიდან თანამშრომელთა გათავისუფლების ფაქტებს ეხმიანება

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გადაცემების დახურვასთან დაკავშირებით