კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის საპარლამენტო უმცირესობასა და უმრავლესობას შეთანხმებისკენ მოუწოდებს

12 აპრილი 2022

Საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს კანდიდატების შერჩევა შესაძლოა ჩიხში შევიდეს, რადგან პარლამენტში ჯერჯერობით არ ჩანს შეთანხმება ომბუდსმენის, საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის მიერ წარდგენილ კანდიდატებზე. 

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის სულისკვეთება მოითხოვს, რომ პოლიტიკურმა ჯგუფებმა შეძლონ კონსენსუსის მიღწევა. მოვუწოდებთ საპარლამენტო უმცირესობას, ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ  მათ მიერ წარდგენილი კანდიდატის მხარდაჭერა მოიპოვოს, ხოლო საპარლამენტო უმრავლესობამ უნდა შეძლოს შეთანხმება ომბუდსმენისა და ოპოზიციის მიერ წარდგენილ კანდიდატებზე.  

კანდიდატების გამოცდილებას, რეპუტაციასა და ხედვას შორის დიდი სხვაობაა, მაგრამ ამის მიუხედავად, მნიშვნელოვანია,  საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში არსებობდეს პლურალისტური მოსაზრებები და მაუწყებლისათვის სასიკეთო გადაწყვეტილებები მიიღებოდეს პროფესიული დისკუსიის შედეგად. 

ამ თემაზე

კოალიციის განცხადება კომუნიკაციის კომისიის მუქარაზე დამოუკიდებელი მედიის მიმართ

კომუნიკაციის კომისია "ქართული ოცნების" რიტორიკას იმეორებს

ანგარიში პრესის თავისუფლების შესახებ

ანგარიშში საქართველო პრესის რეპრესიის  „ცხელ წერტილად“ არის დასახელებული.

სანქცირებული კახა ბექაურის მძიმე მემკვიდრეობა

კახა ბექაურის 12-წლიანი უფლებამოსილების ვადა ამოიწურა კომუნიკაციების კომისიაში