კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” ტელეკომპანია “კავკასიას” ოპერატორის დაზიანების ფაქტს ეხმიანება

29 ნოემბერი 2021

დღეს, 2021 წლის 29 ნოემბერს გავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანია “კავკასიას” ოპერატორმა, ნიკო კოკაიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესთან დაკავშირებით გამართული აქციის გადაღებისას გონება დაკარგა. მისი თქმით, ცუდად მას შემდეგ გახდა, როცა, სავარაუდოდ, თვალებში წიწაკის გაზი შეასხეს.  ამჟამად ის, სამედიცინო დახმარების მიღების შემდეგ, თავს უკეთ გრძნობს.

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე აქციაზე პოლიციამ, სავარაუდოდ, წიწაკის გაზი გამოიყენა. მოქალაქეების განცხადებით, სამართალდამცავებს ისინი სპეციალური საშუალებების გამოყენებამდე არ გაუფრთხილებიათ.

სამწუხაროდ, შინაგან საქმეთა სამინისტოს წარმომადგენლებმა დაკისრებული ფუნქციის შესრულებას თავი სათანადოდ ამჯერზეც ვერ გაართვეს  და   დღემდე პრობლემად რჩება პოლიციის მხრიდან აქციების გაშუქებისას მედიის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს გაითვალისწინოს პროცესისადმი მაღალი საჯარო ინტერესი და უზრუნველყოს მედიის წარმომადგენლებისთვის სათანადო პირობები, რათა მათ თავისუფლად, ჯანმრთელობის დაზიანებისა და უფლებების დარღვევის გარეშე, შეძლონ  პროფესიული მოვალეობის შესრულება. ამასთანავე, მნიშვნელოვანია,  დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოვლენილი ფაქტის შესწავლა  და მოხდეს სათანადო რეაგირება.

ფოტო: ნეტგაზეთი 

ამ თემაზე

მიმართვა ევროპის მაუწყებელთა კავშირს საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით

ვასილ ივანოვ-ჩიქოვანისთვის საინფორმაციო გამოშვების წამყვანობის შეჩერება ემსახურება ობიექტური, მიუკერძოებელი და ქვეყნის ევროპული გზის აქტიური მხარდამჭერი ჟურნალისტისა და მისი კოლეგების გაჩუმებას.

ძალადობა და ზეწოლა ჟურნალისტებზე მზია ამაღლობელის მხარდამჭერ აქციაზე

“ქართული ოცნება” მიზანმიმართულად აგრძელებს დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლების დევნასა და მათი საქმიანობის შეზღუდვას

კოალიცია 2 თებერვალს მედიაზე ძალადობის და ზეწოლის ფაქტებს ეხმიანება

უკანონო ქმედებები მედიის მიმართ საგანგაშოა