მედიის თავისუფლება საქართველოში

30 მაისი 2022

მედიის თავისუფლება საქართველოში  – ანგარიში

გამოხატვის თავისუფლების დაცვა და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი სტანდარტების დახვეწის ხელშეწყობა ჩვენი წევრი ორგანიზაციის, –  საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას (GDI) საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, მედიის თავისუფლებას, ჟურნალისტთა უფლებრივ  მდგომარეობასა და მათ პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ გარანტიებს ფუნდამენტური მნიშვნელობა ენიჭება. საქართველოში, ბოლო წლებში მედიის თავისუფლების მნიშვნელოვან გაუარესებაზე არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია მიუთითებს. დასკვნები, საქართველოში მედიაგარემოს გაუარესების შესახებ, თანხვედრაშია GDI-ს მიგნებებთან, რომლებიც სამართლებრივი და პოლიტიკური პროცესების მონიტორინგის ფარგლებში გამოიკვეთა. მედიის თავისუფლების შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებები/ინიციატივები, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უფლებამოსილებათა თვითნებური გაფართოება და უკანონო გადაწყვეტილებები, სასამართლო ხელისუფლების მიერ მედიის წარმომადგენელთა გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებული სამართლებრივი გარანტიების შესუსტება, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობების მქონე პირთა მიერ ჟურნალისტების მიმართ გამოთქმული სიძულვილით სავსე და ნეგატიური პოზიციები, ულტრამემარჯვენე ჯგუფების გააქტიურება და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ მიმართული ღია აგრესია, რასაც სახელმწიფო სათანადო პრევენციული და რეპრესიული ღონისძიებებით არ პასუხობს, ის საკითხებია, რაც საქართველოში მნიშვნელოვნად აუარესებს მედიის თავისუფლების ხარისხს. 

დეტალურად: 2021 წელსა და 2022 წლის იანვარი-მაისის პერიოდში GDI-ს წარმოებული საქმეების ანალიზი 

ამ თემაზე

რუსული კანონის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელების განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში

საქართველოს მედიაგარემო 2023

კვლევა აფასებს მედიის თავისუფლების, ჟურნალისტების უფლებებისა და პლურალიზმის მდგომარეობას საქართველოში.

კანონმდებლობა და საჯარო ინფორმაციის უფლება

სახელმძღვანელოში მოცემულია საქართველოს კანონმდებლობაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების დაცვის მასშტაბები, მისი მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები.