7 დეკემბერს საზოგადოებამ პირდაპირ ეთერში უყურა სასტიკ თავდასხმას ტელეკომპანია “პირველის” გადამღებ ჯგუფზე, რომელიც ნიღბიანი პირების მიერ მოქალაქეების მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებს აშუქებდა. თავდამსხმელებმა განსაკუთრებული სისასტიკით იმოქმედეს ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძისა და ოპერატორ გიორგი შეწირულის წინააღმდეგ. ეს კადრები კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ჟურნალისტთა უსაფრთხოების მწვავე პრობლემას და მიუთითებს მზარდ ტენდენციაზე მედიის წარმომადგენელთა მიმართ ძალადობის საპროტესტო აქციების გაშუქებისას.
დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მიმართული სისტემური ზეწოლისა და დევნის შესახებ
მედიაგარემოს გაუარესება, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და დამოუკიდებელი მედიის დევნა

