პრესის თავისუფლების ჯგუფების სოლიდარობა საქართველოს ჟურნალისტებსა და მედიას

20 დეკემბერი 2024

განცხადების შემოკლებული ვარიანტი. იხ ორიგინალი.

სწრაფი რეაგირება მედიის თავისუფლებისთვის“ (MFRR) პრესის თავისუფლების საერთაშორისო ორგანიზაციების და ჟურნალისტების ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, რომლებიც ქართულ მედიას მხარდაჭერას უცხადებენ.

განცხადების ხელმომწერი მედიისა და ადამიანის უფლებათა ორგანიზაციები ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ საქართველოში მიმდინარე მოვლენების გამო. 2024 წლის 28 ნოემბრიდან, პროტესტების დროს, დაფიქსირდა ჟურნალისტებზე თავდასხმის 80-ზე მეტი შემთხვევა, მათ შორის ფიზიკური ძალადობა, დაკავებები და აღჭურვილობის განადგურება.

განცხადებაში საუბარია “ქართული ოცნების” დამაზიანებელ როლზე, რომელიც აკონტროლებს სახელმწიფოს ძირითად ინსტიტუტებს, მათ შორის სასამართლო სისტემას. ამის შედეგად, ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები ხშირად დაუსჯელი რჩება – გამოძიებები არაეფექტურია და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები ჩადენილ დანაშაულზე პასუხს არ აგებენ.

განცხადების ხელმომწერები, კიდევ ერთხელ მოუწოდებენ ევროკავშირის ინსტიტუტებს, საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებს, ცალკეულ სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, დააწესონ მიზნობრივი სანქციები ქართული ოცნების, მისი ლიდერებისა და ყველა იმ აქტორის წინააღმდეგ, რომლებიც მონაწილეობენ ადამიანის უფლებების დარღვევასა და დემოკრატიული პრინციპების შესუსტებაში.

ხელმომწერები და განცხადების ორიგინალი.

ამ თემაზე

#თავისუფლებამზიას- პრესის თავისუფლების ინსტიტუტი

IPI-ის გლობალური ქსელი მოითხოვს ქართველი ჟურნალისტისა და IPI-ის წევრის, მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, რომელიც 11 იანვრიდან წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

ხატია ჯინჯიხაძე მზია ამაღლობელის შესახებ

გურამ როგავა მზია ამაღლობელზე