13 დეკემბერს „ქარტიის პრიზი 2025“-ის დაჯილდოების ღონისძიებაზე „მედიის ადვოკატირების კოალიციის“ სპეციალური პრიზი სიტყვის თავისუფლების დაცვისა და ჟურნალისტიკის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელს მზია ამაღლობელს გადაეცა. მზია ამაღლობელი 11 თვეა უკანონო პატიმრობაში იმყოფება. მზია ამაღლობელის პრიზი კოალიციის თავმჯდომარემ მამუკა ანდღულაძემ ბათუმელების რედაქტორს ეთერ თურაძეს გადასცა:
“მზია ამაღლობელის პროფესიული და სამოქალაქო სიმამაცე ბევრად სცდება ერთი ჟურნალისტის ამბავს. ის იქცა დამოუკიდებელი ქართული მედიის და წინააღმდეგობის მნიშვნელოვან სიმბოლოდ”- მამუკა ანდღულაძე, კოალიციის თავმჯდომარე
„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ მედიის ადვოკატირების კოალიციის წევრი ორგანიზაციაა, რომელიც ყოველწლიური კონკურსით ხელს უწყობს ეთიკური ჟურნალისტიკის განვითარებას და პროფესიული სტანდარტების დამკვიდრებას საქართველოში.
ოთხ ნომინაციაში წლევანდელი კონკურსის გამარჯვებულები არიან:
- ფოტორეპორტაჟი ონლაინ ან ბეჭდურ მედიაში- მინდია გაბაძე, „პუბლიკა”
- სტატია/მულტიმედია ონლაინ მედიაში- ნათია ამირანაშვილი, „პუბლიკა”
- ქალთა უფლებების და გენდერული თანასწორობის გაშუქება- ნასტასია არაბული, „რადიო თავისუფლება”
- საგამოძიებო ნამუშევარი- „სტუდია მონიტორი”

ეთერ თურაძის გამოსვლა
ყველა ფოტო.





