ვახო სანაიას საქმეზე მართლმსაჯულება სათანადოდ არ აღსრულებულა

25 აგვისტო 2021

მივიჩნევთ, რომ  ვახო სანაიას საქმეზე მართლმსაჯულება სათანადოდ არ აღსრულებულა, ჟურნალისტისა და მის ოჯახის წევრებზე თავდასხმის ფაქტისადმი სასამართლოს რბილიდამოკიდებულება კი წარმოადგენს კრიტიკული მედიის მიმართ აგრესიის გაზრდის კიდევ ერთსაფრთხეს.

დღეს, 2021 წლის 25 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლომ  ტელეკომპანია “ფორმულას” წამყვან ვახო სანაიაზე თავდასხმის საქმესთან დაკავშირებით განაჩენი  გამოიტანა: სასამართლომ სამივე ბრალდებულს მინიმალური სასჯელი – 6 თვიანი პატიმრობა შეუფარდა, რისივადაც დღეს ამოიწურა. Შედეგად, ისინი საპატიმროს დღესვე დატოვებენ. ამასთან, მოსამართლემზეპირი მითითებით დარბაზში არ დაუშვა დაზარალებული ჟურნალისტის ადვოკატი – საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) თავმჯდომარე ედუარდ მარიკაშვილი. 

თავდასხმაში ბრალდებული სამივე პირი დაკავებული იყო საქართველოს სისხლის სამართლისკოდექსის 126-ე (ძალადობა) და 156-ე (დევნა) მუხლებით. Სასამართლომ ბრალდებულ სულიკოსაყევარიშვილს დისკრიმინაციული მოტივით, ვახო სანაიასთვის ფიზიკური ძალადობისთვისშეუფარდა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა, ხოლო  გიორგი სახელაშვილი და ვაჟა გიგაური, მოსამართლემ დამნაშავედ ცნო 126-ე და  156-ემუხლებით და მიუსაჯა 6-თვიანი პატიმრობა. Დამატებით ამ უკანასკნელს ასევე დაეკისრა  2500-ლარიანი ჯარიმა.

შემთხვევა 2021 წლის 25 თებერვალს მოხდა, ჟურნალისტ ვახო სანაიას და მის ოჯახის წევრებსთავს დაესხნენ. Ჯერ კიდევ მაშინ, კოალიციამ მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს სწრაფი დაეფექტიანი გამოძიებით მოეხდინა სათანადო რეაგირება ჟურნალისტისა და მისი ოჯახის წევრებისუფლებების დარღვევის ფაქტებზე. ამასთან მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივიმანიფესტით, რომელსაც ხელს 1000-ზე მეტი ადამიანი აწერს,  მოქალაქეებმა  ერთობლივადმიმართეს გადაწყვეტილების მიმღებ უმაღლესი რანგის პირებს, საქართველოსპრემიერ-მინისტრს, პარლამენტის წევრებს, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს დამოითხოვეს ჟურნალისტების უსაფრთხოების მიზნით დაუყოვნებლივ მიეღოთ ზომები. 

Სამწუხაროა, რომ მწვავე საჭიროების მიუხედავად, ხელისუფლებას არ გადაუდგამს სათანადონაბიჯები მედიაგარემოს გაუმჯობესების მიზნით, სახელმწიფო არ იცავს მედიისწარმომადგენელთა სიცოცხლეს და უსაფრთხოებას. მმართველი პარტიის მაღალჩინოსნებიპოლიტიკური ოპონირების რეჟიმში იმყოფებიან კრიტიკულ მედიასთან. ისინი სიძულვილის ენით, აგრესიით და ბოიკოტით პასუხობენ ჟურნალისტების შეკითხვებს და ახალისებენ მედიაზე მორიგთავდასხმებს. 

2021 წლის 5 ივლისიდან, მას შემდეგ რაც თბილისში ჟურნალისტებსა და ოპერატორებზემასშტაბური თავდასხმა მოხდა, მედიის წარმომადგენლების სიცოცხლე და ჯანმრთელობაგანსაკუთრებული რისკის ქვეშ დადგა. ეს გარემოება კიდევ უფრო ზრდის სასამართლოსპასუხისმგებლობას სათანადოდ შეისწავლოს ჟურნალისტების დაშინების თითოეული მცდელობადა გადაწყვეტილება მიიღოს პოლიტიკური მოტივების გარეშე.  სამწუხაროა, რომ ვახო სანაიასსაქმესთან დაკავშირებით სასამართლომ რისკები სათანადოდ არ შეაფასა.

მასთან ერთად მიგვაჩნია, რომ მოსამართლის ზეპირი მითითება, რომლითაც თითქოსდაკოვიდრეგულაციებიდან გამომდინარე, მხოლოდ დაზარალებული ჟურნალისტის ადვოკატსშეეზღუდა სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა, წარმოადგენს ადვოკატის პროფესიულსაქმიანობაში დაუსაბუთებელ ჩარევას. ეს შემთხვევა არის საშიში მცდელობა ჟურნალისტებიდარჩნენ სამართლებრივი დახმარების გარეშე, უფლებადამცველებს კი აღარ ჰქონდეთშესაძლებლობა სათანადო მხარდაჭერა აღმოუჩინონ მედიას.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი

მედიაკლუბი

მედიის განვითარების ფონდი

მედიის უფლებები

რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი

სატელევიზიო ქსელი

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო

სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

უფლებები საქართველო

ღია საზოგადოების ფონდი

ამ თემაზე

თავდასხმა და ძალადობა ოპერატორებსა და ჟურნალისტებზე

“ქართული ოცნების“ საიდუმლო ქსელი არჩევენების კონტროლისთვის

ქოლცენტრებში დასაქმებული ადამიანების აღიარებები, რომ ისინი არჩევნების დღეს 150 ლარის სანაცვლოდ მუშაობდნენ.

ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა

ჟურნალისტური გამოძიება 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის საიდუმლოების მასობრივი დარღვევებისა და თანმდევი სამართლებრივი პროცესის შესახებ.