ქართული ოცნების მაღალჩინოსნები “დამოუკიდებელ” დამკვირვებლებად

03 ნოემბერი 2024

„ტვ პირველის” მიერ 2 ნოემბერს გამოქვეყნებული საგამოძიებო რეპორტაჟი ააშკარავებს ერთ-ერთი უმსხვილესი “დამოუკიდებელი სადამკვირვებლო” მისიის მონაწილეობას არჩევნების მანიპულირებაში. გამოძიება ავლენს, რომ ერთი ოჯახის მიერ მართული ორი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც რეალურად მთავრობის კონტროლქვეშ მყოფი ორგანიზაციები ე.წ “გონგოები “(GONGO) იყვნენ, „ქართულ ოცნებასთან” მჭიდრო კოორდინაციით მოქმედებდნენ.

გამოძიების თანახმად, სადამკვირვებლო მისიის წევრთა უმრავლესობა კრიმინალური დაჯგუფებებს და ქუჩის ბიჭებს წარმოადგენდნენ, რომლებიც საარჩევნო უბნებთან იყვნენ მობილიზებულნი და ამომრჩეველზე ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ზეწოლას ახორციელებდნენ. დაფიქსირდა შემთხვევები ე.წ. დამკვირვებლები საარჩევნო კაბინებშიც კი შეჰყვნენ ამომრჩეველს.

„ტვ პირველის” გამოძიებით, ასევე დგინდება, რომ დამკვირვებლებად დარეგისტრირებულნი იყვნენ საჯარო მოხელეები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის თბილისის ერთ-ერთი რაიონის გამგებელიც. მისიის ხელმძღვანელმა ვერ შეძლო პასუხი გაეცა კითხვებზე დაფინანსების წყაროების, დამკვირვებელთა შერჩევის კრიტერიუმებისა და მათთვის ჩატარებული საარჩევნო დაკვირვების ტრენინგების შესახებ.

ამ თემაზე

“ქართული ოცნების“ საიდუმლო ქსელი არჩევენების კონტროლისთვის

ქოლცენტრებში დასაქმებული ადამიანების აღიარებები, რომ ისინი არჩევნების დღეს 150 ლარის სანაცვლოდ მუშაობდნენ.

ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა

ჟურნალისტური გამოძიება 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის საიდუმლოების მასობრივი დარღვევებისა და თანმდევი სამართლებრივი პროცესის შესახებ.

ქართული ოცნების ხმები დაცარიელებული სოფლებიდან

ჟურნალისტური გამოძიება ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ნინოწმინდისა და ახალქალაქის რაიონებში „ქართული ოცნების" საარჩევნო წარმატების შესახებ.