ადამიანის უფლებების დარღვევები პროევროპულ დემონსტრაციებზე

24 დეკემბერი 2024

წყარო: Human Rights Watch

“პოლიციამ და სხვა სამართალდამცავმა ორგანოებმა გადამეტებული ძალა გამოიყენეს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ საქართველოს დედაქალაქ თბილისში”- Human Rights Watch 24 დეკემბრის ანგარიშში საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.

მასშტაბური და, სავარაუდოდ, დამსჯელობითი ოპერაციების დროს სამართალდამცავები დევნიდნენ, აგრესიულად აკავებდნენ და სცემდნენ აქციის მონაწილეებს. პოლიცია აწამებდა და არაადამიანურად ეპყრობოდა დაკავებულებს როგორც პოლიციის მანქანებში, ისე განყოფილებებში. Human Rights Watch-მა გამოკითხა პოლიციის ძალადობის თორმეტი მსხვერპლი, რომელთაც მიღებული ჰქონდათ სხვადასხვა სახის დაზიანებები: ტვინის შერყევა, მრავლობითი მოტეხილობები სახის ძვლების, ცხვირის, ნეკნებისა და კიდურების არეში, ასევე ნაკაწრები და სილურჯეები მთელ სხეულზე. მოძალადე პოლიციელები იმყოფებოდნენ სპეცრაზმის ფორმაში ან ატარებდნენ შავ ნიღბებს საიდენტიფიკაციო ნიშნების გარეშე. ხელისუფლებამ ასობით დემონსტრანტს წაუყენა ადმინისტრაციული ბრალდება პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით და გაასამართლა ზედაპირული სასამართლო პროცესებით, თუმცა არ გადადგმულა ქმედითი ნაბიჯები წამებისა და არასათანადო მოპყრობის სერიოზული ბრალდებების გამოსაძიებლად.

სპეცდანიშნულების რაზმის წევრები და, სავარაუდოდ, ხელისუფლებასთან დაკავშირებული აგრესიული ჯგუფები თავს დაესხნენ ოპოზიციური და დამოუკიდებელი მედიასაშუალებების ჟურნალისტებს და ხელი შეუშალეს მათ პროფესიულ საქმიანობას.

“ხელისუფლების მიერ გამოყენებული ძალის მასშტაბი მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ შემაშფოთებელია, აშკარად შურისძიების მიზნით განხორციელებული და არღვევს როგორც საქართველოს კანონმდებლობას, ისე საერთაშორისო სტანდარტებს,” – განაცხადა ჰიუ უილიამსონმა, Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორმა. “პოლიციის მხრიდან დემონსტრანტების მიმართ არასათანადო მოპყრობის მასშტაბი და ქართული ხელისუფლების უმოქმედობა დამნაშავეთა დასჯის კუთხით მიანიშნებს, რომ ძალადობა ხელისუფლების მხრიდან არის ნებადართული”.

ანგარიში ხელმისწვდომია ინგლისურ ენაზე.

ამ თემაზე

მედიის წარმომადგენლების მიმართვა მზია ამაღლობელის დაპატიმრებასა და საქართველოში არსებულ საშიშ მედიაგარემოზე

საერთაშორისო საზოგადოებისადმი მიმართვას ხელს აწერს 300-ზე მეტი ჟურნალისტი, მედიამენეჯერი და რედაქტორი

პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი და 12 ორგანიზაცია მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ამაღლობელი და შეწყვიტოს ეს უპრეცედენტო ზეწოლა მედიაზე. ასევე მოვითხოვთ მის მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის საფუძვლიან გამოძიებას.

ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმის განგაშის სიგნალი მზია ამაღლობელის შესახებ

მზია ამაღლობელის შემთხვევა კლასიფიცირებულია როგორც პირველი დონის განგაშის სიგნალი, რაც მედიის თავისუფლების ყველაზე მძიმე დარღვევაზე მიუთითებს