Amnesty International: მომიტინგეებისა და ჟურნალისტების სასტიკი დარბევა საქართველოში

13 დეკემბერი 2024

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International საქართველოში პროევროპული საპროტესტო აქციების დარბევისას ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ დეტალურ ანგარიშს აქვეყნებს.

ანგარიში, რომელიც ეფუძნება პოლიციის მხრიდან ძალადობის მსხვერპლთა ჩვენებებს, უფლებადამცველთა მონაცემებს და ვიდეო მტკიცებულებებს, წარმოაჩენს მასშტაბურ ადამიანის უფლებათა დარღვევებს, მათ შორის ძალის უკანონო გამოყენებას, წამებას და სხვა სახის არასათანადო მოპყრობას, ასევე ჟურნალისტების მიზანმიმართულ დევნას. Amnesty International-ის მიგნებები მიუთითებს სახელმწიფოს მიერ სანქცირებულ რეპრესიებზე, რომლის მიზანია განსხვავებული აზრის ჩახშობა.

“საპროტესტო აქციებზე ქართული პოლიციის ბრუტალური რეაგირებას მსოფლიო ადევნებს თვალს იმ რეპორტიორების დამსახურებით, რომლებიც საკუთარ უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებენ და საპროტესტო აქციებს აშუქებენ. თუმცა, გაცილებით სასტიკი – და ნაკლებად თვალსაჩინოა ის ძალადობა, რაც კამერებს მიღმა რჩება: დაკავებულ დემონსტრანტთა მიმართ ფართოდ გავრცელებული წამება და სხვა სახის არასათანადო მოპყრობა, რის შედეგადაც მრავალ მათგანს აღენიშნება მოტეხილობები, დაზიანებები და თავის ტვინის შერყევა. ხელისუფლება ასევე მიზანმიმართულად დევნის დემონსტრანტებს, გრძელდება წერტილოვანი დაკავებები ქუჩებში და საცხოვრებელი სახლებში” – Amnesty International-ის ხელმძღვანელი დეპროუზ მუჩენა.

ანგარიშის სრული ვერსია ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე.

შეფასებები

”პოლიცია განზრახ ესხმოდა თავს ჟურნალისტებს, რომლებიც აშუქებდნენ საპროტესტო აქციების დარბევას. “

”დაშავდა 50-ზე მეტი ჟურნალისტი, რომელთაც, მიუხედავად პრესის ჟილეტების, სამსახურებრივი მოწმობებისა და პროფესიული აღჭურვილობის ტარებისა, პოლიციამ დაუზიანა ტექნიკა და ხელი შეუშალა საქმიანობის განხორციელებაში”

”აშკარა იყო, რომ მე თავს დამესხნენ ჟურნალისტობის გამო. ეს იყო ნადირობა ჟურნალისტებზე. მე გამიშუქებია ომებიც და რევოლუციაც, მაგრამ თავი ასე დაუცველად არასდროს მიგრძვნია. “

ამ თემაზე

#თავისუფლებამზიას- პრესის თავისუფლების ინსტიტუტი

IPI-ის გლობალური ქსელი მოითხოვს ქართველი ჟურნალისტისა და IPI-ის წევრის, მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, რომელიც 11 იანვრიდან წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

ხატია ჯინჯიხაძე მზია ამაღლობელის შესახებ

გურამ როგავა მზია ამაღლობელზე