ჟურნალისტების დაკავება და თავდასხმა ტვ ფორმულაზე

20 ოქტომბერი 2025

ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტის ქეთა ციცქიშვილის დაკავება დამოუკიდებელ მედიაზე თავდასხმისა და ზეწოლის კიდევ ერთი შემთხვევაა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ფორმულას“ ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილი, სავარაუდოდ, გზის გადაკეტვის მოტივით დააკავეს.

აღსანიშნავია, 19 ოქტომბერს უკანონოდ დააკავეს „ფორმულას“ კიდევ ერთი ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ვახო სანაია, რომელსაც იგივე მოტივით 6-დღიანი პატიმრობა შეეფარდა.

“ქართული ოცნების“ მიერ ჟურნალისტების დაკავება მედიისა და გამოხატვის თავისუფლებაზე პირდაპირი შეტევაა. ასეთ პირობებში, დამოუკიდებელი მედიის საქმიანობა სერიოზული საფრთხის წინაშე დგას, რაც დემოკრატიული საზოგადოების ინფორმირების უფლებას მნიშვნელოვნად ზღუდავს.

მედიის ადვოკატირების კოალიცია სრულ სოლიდარობას უცხადებს ქეთა ციცქიშვილს, ვახო სანაიას და ყველა უკანონოდ დაკავებულ მოქალაქეს, რომლებიც რეპრესიული კანონმდებლობის მსხვერპლნი გახდნენ. კოალიცია მოითხოვს მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და ჟურნალისტების მიმართ მიზანმიმართული დევნის შეწყვეტას.

ამ თემაზე

ვახო სანაიას დაკავების შესახებ

“ქართული ოცნების” სასამართლო – უსამართლობის და ძალადობის ადგილი 

მანდატურების თავდასხმა ჟურნალისტებზე საქალაქო სასამართლოში

MFRR: „საქართველო კვლავ უახლოვდებოდა სრულად კონსოლიდირებულ ავტორიტარულ რეჟიმად ჩამოყალიბებას“

ანგარიში მედიის მდგომარეობის შესახებ საქართველოში