აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 წლის ანგარიში საქართველოშიი ადამიანის უფლებათა შესახებ

24 მარტი 2023

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 20 მარტს გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ, რომელშიც მათ შორის ხაზგასმულია მედიისა დაჟურნალისტების უფლებების უხეშად დარღვევის, ძალადობისა და მუქარის შემთხვევები, ადგილობრივი მედიის თავისუფლების “სერიოზული შეზღუდვა” და ამასთან სხვა ძირეული პრობლემები რომელთა პირისპირაც საზოგადოება დღეს დგას. 

კრიტიკულ ანგარიშში მიმოხილულია შემდეგი საკითხები:

ნიკა გვარამიას საქმე – დოკუმენტის თანახმად, “Amnesty International”-მა გვარამიას პატიმრობა შეაფასა როგორც „პოლიტიკურად მოტივირებული დევნის უხეში აქტი მისიგან სხვავებული შეხედულებებისა და ხელისუფლების კრიტიკის საპასუხოდ“.

გამოხატვის თავისუფლება და მედია გარემო – 2021 წელს, საქართველოს პარლამენტის მიერ “მაუწყებლობის შესახებ“ კანონში მიღებულმა ცვლილებებმა გაზარდა  კომისიის უფლებამოსილების მასშტაბები, აგრეთვე ცილისწამებასთან დაკავშირებულ საქმეთა პროცედურაში შეიტანა ცვლილება და დააწესა სიძულვილის ენის მისეული განმარტება.

პოლიტპატიმრები – ანგარიშში საუბარია ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაკეთილსინდისიერ მოპყრობაზე. ამავდროულად ვრცლადაა განხილული სააკაშვილის ჯანმრთელობის “შემაშფოთებელი მდგომარეობა” და ნათქვამია, რომ სახალხო დამცველის არაერთი მოწოდების მიუხედავად ყოფილ პრეზიდენტს სათანადო სამედიცინო დახმარებას კვლავ არ უწევენ.

უკანონო მოსმენები და თვალთვალის ფაქტები – ანგარიშში საუბარია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, ოპოზიციის წარმომადგენლებზე, ჟურნალისტებსა და საერთაშორისო პირებზე უკანონო მოსმენისა და თვალთვალის ფაქტებზე.

გამოუძიებელი საქმეები და დაუსჯელობა – აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორების წინააღმდეგ არასათანადო რეაგირებამ და საგამოძიებო ღონისძიებების არჩატარებამ შედეგად დამნაშავეთა დაუსჯელობა გამოიწვია.

ინტერნეტის თავისუფლება – დოკუმენტის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან ინტერნეტის ცენზურის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ მოიძიება, თვალსაჩინოა არაავტორიზებული მიყურადების შემთხვევები. კერძოდ ხაზგასმული ამმართველი პარტიის მიერ  „ბოტებისა“ და „ტროლების“ გამოყენება სოციალურ მედიაში ხელისუფლებისთვის მისაღები ნარატივის გასავრცელებლად.

ოკუპირებული ტერიტორიები – დოკუმენტში საუბარია აფხაზეთსა და ცხინვალში მოქალაქეთა უფლების შეზღუდვასა და გადაადგილების შეფერხებაზე.

ამ თემაზე

მედიის წარმომადგენლების მიმართვა მზია ამაღლობელის დაპატიმრებასა და საქართველოში არსებულ საშიშ მედიაგარემოზე

საერთაშორისო საზოგადოებისადმი მიმართვას ხელს აწერს 300-ზე მეტი ჟურნალისტი, მედიამენეჯერი და რედაქტორი

პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი და 12 ორგანიზაცია მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ამაღლობელი და შეწყვიტოს ეს უპრეცედენტო ზეწოლა მედიაზე. ასევე მოვითხოვთ მის მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის საფუძვლიან გამოძიებას.

ირაკლი შაიშმელაშვილის თანამდებობიდან და ქვეყნიდან წასვლის რეალური მიზეზი

ნოდარ მელაძესთან ექსკლუზიურ ინტერვიუში შაიშმელაშვილი პირველად საუბრობს ძალოვან სტრუქტურებში სამსახურისა და თანამდებობის დატოვების რეალურ მიზეზებზე.