არჩევნები 2024 გაშუქება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგებით, მმართველი პარტია “ქართული ოცნება”  54.23%-ით ლიდერობს. ოპოზიციური პარტიების ჯამური მაჩვენებელი, რომლებმაც 5%-იანი ბარიერი გადალახეს,  37.44%-ს შეადგენს. მაშინ როცა “ქართული ოცნება” გამარჯვებას ზეიმობს, ოპოზიცია არ ცნობს არჩევნების ლეგიტიმურობას, ხოლო სადამკვირვებლო ორგანიზაციები “ფართომასშტაბიან” გაყალბებაზე საუბრობენ და ოფიციალური შედეგების ბათილად ცნობას მოითხოვენ.

პრეზიდენტ ზურაბიშვილის შეფასებას, რომ ეს არჩევნები არ იყო არც თავისუფალი და არც სამართლიანი და არ ასახავს ხალხის ნებას, იზიარებენ საერთაშორისო დამკვირვებლები და დასავლური დემოკრატიის ქვეყნების. აშშ, ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები და ევროსაბჭოს წარმომადგენლები საქართველოს საარჩევნო დარღვევების დამოუკიდებელი და გამჭვრივალე გამოძიებისკენ მოუწოდებენ.

ამ პროცესში გადამწყვეტი როლი აქვს დამოუკიდებელ მედიას, რომლის გაშუქებამ წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნების დღეს და მის შემდგომაც თვალსაჩინო გახადა ამომრჩევლებზე ზემოქმედების მეთოდები და საარჩევნო დარღვევების სისტემური ხასიათი.

მედიის ადვოკატირების კოალიცია აგროვებს ჟურნალისტების მიერ არჩევნების თემაზე მომზადებულ მასალებს, უზრუნველყოფს მათ ინგლისურ თარგმანს და სხვადასხვა აუდიტორიისთვის ხელმისაწვდომობის მიზნით, თავს უყრის ამ სექციაში.

“ქართული ოცნების“ საიდუმლო ქსელი არჩევენების კონტროლისთვის

ქოლცენტრებში დასაქმებული ადამიანების აღიარებები, რომ ისინი არჩევნების დღეს 150 ლარის სანაცვლოდ მუშაობდნენ.

ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა

ჟურნალისტური გამოძიება 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის საიდუმლოების მასობრივი დარღვევებისა და თანმდევი სამართლებრივი პროცესის შესახებ.

ქართული ოცნების ხმები დაცარიელებული სოფლებიდან

ჟურნალისტური გამოძიება ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ნინოწმინდისა და ახალქალაქის რაიონებში „ქართული ოცნების" საარჩევნო წარმატების შესახებ.

ქართული ოცნების მაღალჩინოსნები “დამოუკიდებელ” დამკვირვებლებად

„ოჯახური"სადამკვირვებლო მისია, რომელიც დამოუკიდებელი დამკვირვებლების სახელით მოქმედებდნენ „ქართულ ოცნებასთან" კოორდინაციით საარჩევნო გაყალბებაში მონაწილეობდა.

“ქართული ოცნების” ქოლცენტრები: ვინ არიან კაპიტნები?!

ქართული ოცნების ფარული ქოლცენტრები ამომრჩეველთა დასაშინებლად