საქართველოში პროევროპული დემონსტრაციები 28 ნოემბერს, “ქართულმა ოცნების” მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების საპასუხოდ დაიწყო.
28 ნოემბრიდან დეკემბრის ბოლომდე მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის, აპარატურის ჩამორთმევის, დაკავებისა და პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის 90-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები მიზანმიმართულად მოქმედებდნენ ჟურნალისტების წინააღმდეგ, რამაც რიგ შემთხვევებში მძიმე ფიზიკური დაზიანება და ჰოსპიტალიზაცია გამოიწვია.
მედიის ადვოკატირების კოალიციის წევრი ორგანიზაციები – საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, მედიაჩეკერი და მედიაომბუდსმენი – აღრიცხავენ და აგროვებენ ინფორმაციას ამ ინციდენტების შესახებ.