“ერთხელ საქართველოში” – ამბავი, რომელიც არ უნდა განმეორდეს

29 ივლისი 2024

სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხე საზოგადოებას ხშირად აბსტრაქტულად და შორეულად ეჩვენება. “ერთხელ საქართველოში” კამპანია რეალური ადამიანების ისტორიების შეგროვებით და მათი ანიმაციებში გაცოცხლებით აჩვენებს, რომ ავტორიტარიზმის საფრთხე რეალურია და რომ ის უკვე ეხება კონკრეტულ ადამიანებს – ჟურნალისტებს, აქტივისტებს, რიგით მოქალაქეებს.

“ერთხელ საქართველოში” შვიდი ანიმაციური ვიდეოთი – შვიდი განსხვავებული ისტორიით მოგვითხრობდა თავისუფლების შეზღუდვის შესახებ არა მხოლოდ ქართულად, არამედ სომხურად და აზერბაიჯანულადაც. ექვსი ბლოგი და ექვსი ვიზუალური პოსტერი კი ამ ისტორიებს კიდევ უფრო დეტალურად გვიყვებოდა.

თითოეული ისტორია გმირების უშუალო მონაწილეობით შეიქმნა. მათთან შეხვედრის და ისტორიების მოსმენის შემდეგ, კამპანიის ავტორები ამბებს ახალგაზრდებისთვის გასაგებ ენაზე გადმოსცემდნენ.

თავისუფლების შეზღუდვის რეალური ამბების სხვადასხვა ფორმით თხრობით კამპანიამ აჩვენა კონტრასტი ავტორიტარულ და თავისუფალ ქვეყნებს შორის. კამპანიის მასალები ქვეყნდებოდა ასი ათასზე მეტი წევრის მქონე ფეისბუქ ჯგუფში Imitom.ge-ზე. ახალგაზრდების აქტიური ჩართულობისა და გაზიარების დამსახურებით, ეს კონტენტი საბოლოოდ 2 მილიონამდე ადამიანმა ნახა.

თუმცა, მთავარი რიცხვებს მიღმაა- ახალგაზრდების გაღვიძებული ინტერესი და გაცნობიერება იმისა, რომ თავისუფლება არ არის მოცემულობა, ის მუდმივად საჭიროებს დაცვას. და აღარ უნდა განმეორდეს ის, რაც უკვე ერთხელ მოხდა და დემოკრატიული განვითარების გზას გვაშორებს.

Imitom.ge-ს დამფუძნებელმა დემოკრატიის ლაბორატორიამ კამპანია MAC-ის მხარდაჭერით განახორციელა. 

ამ თემაზე

MAC-ონლაინ მედიებისგან საგრანტო ხელშეკრულების დეტალების მოთხოვნა პოლიტიკურად მოტივირებულია

ანტიკორუფციული ბიურო დამოუკიდებელ ონლაინ მედიას საგრანტო ხელშეკრულების დეტალების გაგზავნას სთხოვს

“ქართული ოცნების” სასამართლო – უსამართლობის და ძალადობის ადგილი 

მანდატურების თავდასხმა ჟურნალისტებზე საქალაქო სასამართლოში

MFRR: „საქართველო კვლავ უახლოვდებოდა სრულად კონსოლიდირებულ ავტორიტარულ რეჟიმად ჩამოყალიბებას“

ანგარიში მედიის მდგომარეობის შესახებ საქართველოში