ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

სახელმწიფო   ორგანოების გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება დემოკრატიული მმართველობის შემადგენელი ნაწილია, თავის მხრივ, მის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ელემენტს სწორედ ინფორმაციის თავისუფლება წარმოადგენს.  საჯარო დაწესებულებების ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის ზრდა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის ერთ-ერთ პირობად, ხოლო საჯარო ინფორმაციაზე წვდომა მნიშვნელოვან გამოწვევად სახელდება.

საჯარო ინფორმაციაზე წვდომას განსაკუთრებული ღირებულება აქვს საგამოძიებო ჟურნალისტიკაში. საჯარო მონაცემებზე წვდომა მედიას საშუალებას აძლევს, გამოიძიოს და გაასაჯაროოს ინფორმაცია, ამხილოს ხელისუფლების გადაცდომები და კორუფციული ფაქტები და ამით მოქალაქეებს ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმაროს. ინფორმაციის თავისუფლება მნიშვნელოვან როლს ასრულებს დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაშიც.

MAC წევრი ორგანიზაცია, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხს 2010 წლიდან აკვირდება. IDFI-ის სისტემურმა მონიტორინგმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ძირითადი ტენდენციებისა და პრობლემების გამოვლენაში. 

2022 წელს IDFI-მ განახორციელა პროექტი „მედიის საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება”, რომლის მიზანს წარმოადგენდა მედიის სამართლებრივი მხარდაჭერა საჯარო ინფორმაციასთან დაკავშირებულ საკითხებში. ამ პროექტმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ფართო საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხების დადგენას და შესაბამისი ინფორმაციის მოთხოვნების გაგზავნას, სამართალწარმოების პროცესის გააქტიურებას და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული სისტემური პრობლემების გამოვლენას. 

ამ თემაზე

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის გამოხმაურება ონლაინმედიის პარლამენტში შესვლის აკრძალვაზე

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, გაუქმდეს ონლაინ მედიის პარლამენტის შენობაში შესვლაზე დაწესებული ყველა შეზღუდვა

რატომ იზღუდება საჯარო ინფორმაცია მედიისთვის

2023 წლის სექტემბრიდან 2024 წლის 17 ივლისის ჩათვლით, მედია ორგანიზაციებმა სხვადასხვა საჯარო უწყებას ინფორმაციის მიღების მოთხოვნით 1539 განცხადებით მიმართეს. მედიამ სრულყოფილი პასუხი 399 შემთხვევაში მიიღო.

კანონმდებლობა და საჯარო ინფორმაციის უფლება

სახელმძღვანელოში მოცემულია საქართველოს კანონმდებლობაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების დაცვის მასშტაბები, მისი მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები.