მედიის ადვოკატირების კოალიციამ (MAC), ჟურნალისტების დაცვის კომიტეტთან (CPJ) პარტნიორობით, უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) ანგარიში მოამზადა. დოკუმენტი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) 55-ე სესიისთვის მომზადდა.
დოკუმენტი ასახავს მედიის თავისუფლების კატასტროფულ გაუარესებას 2021-2025 წლებში და “ქართული ოცნების” ავტორიტარულ მიმართულებას ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების გამო მიმდინარე მასობრივი პროტესტის ფონზე.
ძირითადი მიგნებები:
პოლიტიკურად მოტივირებულ დევნა: ნეტგაზეთის და ბათუმელების დამფუძნებლის, ჟურნალისტი მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობა და ორი წლით თავისუფლების აღკვეთა. მისი ბრალდება კრიტიკულად შეფასებულია საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე.
სისტემური ძალადობა: ასობით დოკუმენტირებული ინციდენტები ჟურნალისტებზე თავდასხმისა, განსაკუთრებით პროევროპული პროტესტების დროს (2024 წლის ნოემბერი – 2025 წლის მაისის პერიოდში), ძირითადად პოლიციის მხრიდან;
რეპრესიული კანონმდებლობა: რეპრესიული კანონების მიღება მედიის თავისუფლების და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მიზნით. კერძოდ, გაფართოებული სანქციები მაუწყებლების მიმართ; შეზღუდვები უცხოურ გრანტებზე; გამოხატვის თავისუფლების დაცვის შესუსტება.
დაუსაბუთებელი უარი ქვეყანაში შემოსვლაზე: 2022 წლიდან გაიზარდა უცხოელი ჟურნალისტების საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებაზე უარის შემთხვევათა რაოდენობა. პარლამენტის ახალი წესები, რამაც გამოიწვია დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენელთა აკრედიტაციის შეჩერება.
სამართლებრივი დევნა: 2021 წლიდან 40-ზე მეტი SLAPP სარჩელი კრიტიკული ჟურნალისტების წინააღმდეგ
საჯარო ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვა: საჯარო ინფორმაციისა და სახელმწიფო ინსტიტუტებთან წვდომის გაუარესება.
დეზინფორმაცია: დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ დეზინფორმაცია ვრცელდება, რომლის მიზანი საზოგადოების თვალში მათი დისკრედიტაციაა.
ანგარიში ხაზს უსვამს საქართველოს დრამატულ ცვლილებას რეგიონული დემოკრატიული ლიდერიდან ავტორიტარულ სახელმწიფოსკენ, რომლის სამიზნე დამოუკიდებელი მედია წარმოადგენს.