მედიის თავისუფლება- გზა ევროინტეგრაციისკენ

01 ივლისი 2024

რეალობა იცვლება, როცა მედია თავისუფალია – მიტოვებული შენობის ნესტიანი კედლებიდან ღირსეულ საცხოვრებლამდე, უიმედო პროტესტიდან სისტემურ ცვლილებამდე, მივიწყებული სოფლებიდან საზოგადოებრივ დღის წესრიგამდე.

კამპანია “მედიის თავისუფლება – გზა ევროინტეგრაციისკენ” იყო ხიდი ადამიანების პრობლემებსა და მათ გადაჭრას შორის, რომელმაც აჭარის რეგიონში ათასობით ადამიანის ცხოვრება შეცვალა.

TV25-ის 12 სიუჟეტი და გადაცემა, რომელიც MAC მხარდაჭერით მომზადდა, გვიჩვენებდა, როგორ იცვლება რეალობა, როცა მედია რიგითი მოქალაქეების პრობლემებს აშუქებს. “როცა ჟურნალისტები და კამერა მოდიან, მაღალჩინოსნები გვისმენენ,” – ამბობს თალიკო რუხაძე, ამხანაგობის თავმჯდომარე. ეს მარტივი ფრაზა ყველაზე კარგად ასახავს, რომ მედიის არსებობა ადამიანებს თავს დაცულად აგრძნობინებს და მათი ხმა მედიიდან ისმის. ეს თვალსაჩინო გახდა როგორც გონიოელების მიწების დაკანონების საქმეში, ისე მარტოხელა დედების, სოციალურად დაუცველი ოჯახებისა თუ მუსლიმი თემის პრობლემების წარმოჩენისას. მედიამ აჩვენა, რომ პრობლემების მოგვარება შესაძლებელია, როცა საზოგადოება მათ შესახებ იგებს და საკითხი საჯარო განხილვის საგანი ხდება.

“ბათუმელების” სოციალური მედია კამპანია #შენგაქვსუფლებაიცოდე იყო მოწოდება იმ 1.5 მილიონზე მეტი ადამიანისთვის TikTok-ზე და 1.7 მილიონისთვის Facebook-ზე, რომ მათ აქვთ უფლება იცოდნენ, რა ხდება მათ ქალაქში, რეგიონში, ქვეყანაში.

TV25-ს მოქალაქეების ნდობა აქვს. თორმეტ საჯარო შეხვედრაზე 360-მდე ადამიანმა – სტუდენტებმა, მუსლიმმა თემმა, უსახლკაროებმა, შშმ პირებმა გაუზიარეს არხს თავიანთი ისტორიები იმის შესახებ, თუ როგორ შეცვალა მედიამ მათი ცხოვრება.

#რომარამედიაTV25-ის კიდევ ერთი კამპანიია, რომელიც ერთგვარ მოძრაობად იქცა, რომელმაც აჩვენა, ის ცვლილებები, რაც მედიის არსებობის შედეგად არის შესაძლებელი. ათი ვიდეორგოლი მოგვითხრობდა სხვადასხვა სფეროში მედიის გავლენის შესახებ – დაწყებული სოფლის პრობლემებით, დამთავრებული ურბანული განვითარებით.

MAC-ის მხარდაჭერით და თავისუფალ ჟურნალისტთა ინიციატივით განხორციელებული კამპანიების ციკლმა ნათლად დაანახა საზოგადოებას თავისუფალი მედიის მნიშვნელობა მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ამ თემაზე

პრესის თავისუფლების ჯგუფების სოლიდარობა საქართველოს ჟურნალისტებსა და მედიას

„სწრაფი რეაგირება მედიის  თავისუფლებისთვის“ (MFRR) პრესის თავისუფლების საერთაშორისო ორგანიზაციების და ჟურნალისტების ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, რომლებიც ქართულ მედიას მხარდაჭერას უცხადებენ.

Amnesty International: მომიტინგეებისა და ჟურნალისტების სასტიკი დარბევა საქართველოში

ანგარიში, რომელიც ეფუძნება პოლიციის მხრიდან ძალადობის მსხვერპლთა ჩვენებებს, უფლებადამცველთა მონაცემებს და ვიდეო მტკიცებულებებს, წარმოაჩენს მასშტაბურ ადამიანის უფლებათა დარღვევებს.

ჟურნალისტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ქართულ მედიას მხარდაჭერას უცხადებენ

კატეგორიულად ვგმობთ ჟურნალისტებზე მიზანმიმართულ და სასტიკ თავდასხმებს სახელმწიფო უსაფრთხოების ძალებისა და კერძო პირების მხრიდან, საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას