2024 წლის 2 ნოემბერს “ტვ პირველმა” ჟურნალისტური გამოძიება გამოაქვეყნა, რომელიც ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ნინოწმინდისა და ახალქალაქის რაიონებში ქართული ოცნების საარჩევნო შედეგებს ეხება. ოფიციალური მონაცემებით, ამ რაიონებში მმართველმა პარტიამ ხმათა 87% და 88% მიიღო.
რეპორტაჟში ნაჩვენებია დაცარიელებული სოფლები, საიდანაც მოსახლეობის დიდი ნაწილი წლების წინ სომხეთში გადასახლდა, თუმცა არჩევნებისთვის მიკროავტობუსებით უკან ჩამოიყვანეს ხმის მისაცემად. გამოკითხული ადგილობრივები ჰყვებიან, როგორ ხდებოდა ხმის მიცემა მრავალჯერადად, სხვა პირის სახელით და როგორ ჩამოართვეს პირადობის მოწმობები – ზოგს დარწმუნებით, ზოგს კი ადგილობრივი ხელისუფლების ზეწოლით. რამდენიმე მოქალაქემ დაადასტურა, რომ ხმის მიცემის სანაცვლოდ 100-დან 150 ლარამდე თანხა მიიღო. რადგან მოსახლეობა კამერასთან საუბარს თავს არიდებდა, ჟურნალისტი ადგილობრივების გამოკითხვას და მათგან ინფორმაციის მოპოვებას მმართველი პარტიის წარმომადგენლის სახელით ახერხებს.