მედიის წვდომა საჯარო ინფორმაციაზე: კანონმდებლობა V. რეალობა

04 ნოემბერი 2022

2022 წლის პირველი იანვრიდან ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა პროექტის “ინფორმაციაზე მედიის წვდომის გაუმჯობესება გამოაქვეყნა ანგარიში “მედიის წვდომა საჯარო ინფორმაციაზე-კანონმდებლობა V რეალობა. ანგარიში პროექტის ფარგლებში მოგროვებული ინფორმაციის და მიღებული გამოცდილების ანალიზს წარმოადგენს.

ანგარიშის მეთოდოლოგია: მიმდინარე ანგარიში იყოფა ოთხ ძირითად ნაწილად.

  1. პირველ ნაწილში წარმოდგენილია პროექტის გუნდის მიერ გაწეული სამართლებრივი დახმარების რაოდენობრივი და თვისებრივი სტატისტიკური მონაცემები.
  2. მეორე და მესამე ნაწილები ეთმობა, შესაბამისად, პროექტის ფარგლებში იდენტიფიცირებულ პრაქტიკულ და ნორმატიულ პრობლემებს, რომლებიც აფერხებენ ჟურნალისტთა ეფექტურ წვდომას საჯარო ინფორმაციაზე.
  3. ბოლო, მეოთხე ნაწილი კი, შეეხება საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების დაცვის მექანიზმების ეფექტურობას. სახელდობრ, მე-4 ნაწილში მიმოხილულია, რამდენად აქვთ მედიის წარმომადგენლებს პროცესუალური მექანიზმები ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებული უფლებების ჯეროვნად დასაცავად.
  4. ბოლო, მეოთხე ნაწილი კი, შეეხება საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების დაცვის მექანიზმების ეფექტურობას. სახელდობრ, მე-4 ნაწილში მიმოხილულია, რამდენად აქვთ მედიის წარმომადგენლებს პროცესუალური მექანიზმები ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებული უფლებების ჯეროვნად დასაცავად.

პროექტის ფარგლებში გამოვლინდა, რომ მედიისთვის საჯარო ინფორმაციის მოპოვება მნიშვნელოვანი გამოწვევებით ხასიათდება. მხოლოდ 12% შემთხვევაში მოხერხდა ინფორმაციის სრულად და კანონით დადგენილ ვადაში მიღება. 50% შემთხვევაში მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა ან უპასუხოდ დარჩა.

საჯარო დაწესებულებები ხშირად არღვევენ კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადებს, არასრულყოფილად გასცემენ ინფორმაციას ან საერთოდ არ რეაგირებენ მოთხოვნებზე. გამოიკვეთა პრობლემები ადმინისტრაციული საჩივრების განხილვასთან და სასამართლო პროცესების გაჭიანურებასთან დაკავშირებით.

სისტემური პრობლემების გადასაჭრელად საჭიროა ეფექტური გარე კონტროლის მექანიზმის შექმნა (მაგ. ინფორმაციის თავისუფლების კომისიონერი), სასამართლო პროცესების ვადების შემცირება და საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება.

დასკვნის სახით, არსებული სისტემური პრობლემები მნიშვნელოვნად აუარესებს მედიისთვის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. საჭიროა მკაცრი ზომების მიღება კანონმდებლობის აღსრულების უზრუნველსაყოფად და გამჭვირვალობის გასაზრდელად.

ნახეთ ანგარიში სრულად.

ამ თემაზე

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის გამოხმაურება ონლაინმედიის პარლამენტში შესვლის აკრძალვაზე

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, გაუქმდეს ონლაინ მედიის პარლამენტის შენობაში შესვლაზე დაწესებული ყველა შეზღუდვა

ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

რატომ იზღუდება საჯარო ინფორმაცია მედიისთვის

2023 წლის სექტემბრიდან 2024 წლის 17 ივლისის ჩათვლით, მედია ორგანიზაციებმა სხვადასხვა საჯარო უწყებას ინფორმაციის მიღების მოთხოვნით 1539 განცხადებით მიმართეს. მედიამ სრულყოფილი პასუხი 399 შემთხვევაში მიიღო.