რატომ იზღუდება საჯარო ინფორმაცია მედიისთვის

17 ივლისი 2024

წყარო: მედიაჩეკერი

2024 წლის ივნისში „მედიაჩეკერმა“ საჯარო ინფორმაცია 3 სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან გამოითხოვა. აკრედიტაცია შეჩერებულ მედიის წარმომადგენლებთან დაკავშირებით ინფორმაცია პარლამენტს გამოცემამ 6 ივნისს სთხოვა, თუმცა, პასუხი ჯერაც არ მიუღია. მედია გამოცემამ 17 და 18 ივნისს საჯარო ინფორმაცია იუსტიციის სასწავლო ცენტრიდან და ანტიკორუფციული ბიუროდანაც მოითხოვა. ორივე უწყებამ რედაქციას არასრული განცხადებით უპასუხა. ამასთან, სასწავლო ცენტრმა კანონიც დადგენილი ვადაც დაარღვია. 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით, „საჯარო დაწესებულება ვალდებულია გასცეს საჯარო ინფორმაცია, მათ შორის, ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია, დაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს 10 დღისა“.

„მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრი“ ის ორგანიზაციაა, რომელიც მედიის თავისუფლებისა და მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობისთვის  საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის სტატისტიკას აგროვებს და საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს. 

ამ მონაცემების მიხედვით, 2023 წლის სექტემბრიდან 2024 წლის 17 ივლისის ჩათვლით, მედია ორგანიზაციებმა სხვადასხვა საჯარო უწყებას ინფორმაციის მიღების მოთხოვნით 1539 განცხადებით მიმართეს. მედიამ სრულყოფილი პასუხი 399 შემთხვევაში მიიღო, 472-ჯერ მას ნაწილობრივ უპასუხეს, 625 განცხადება კი პასუხის გარეშე დარჩა. 

გაგრძელება მედიაჩეკერის გვერდზე.

ამ თემაზე

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის გამოხმაურება ონლაინმედიის პარლამენტში შესვლის აკრძალვაზე

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, გაუქმდეს ონლაინ მედიის პარლამენტის შენობაში შესვლაზე დაწესებული ყველა შეზღუდვა

ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

კანონმდებლობა და საჯარო ინფორმაციის უფლება

სახელმძღვანელოში მოცემულია საქართველოს კანონმდებლობაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების დაცვის მასშტაბები, მისი მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები.