როგორ გახდა მედია ძალადობის სამიზნე

23 დეკემბერი 2024

წყარო: სწრაფი რეაგირება მედიის თავისუფლებისთვის- Media Freedom Rapid Response (MFRR)

ავტორი: მარიამ ბოგვერაძე

“ქართული ოცნების” მთავრობის მიერ ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეწყვეტის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დაფიქსირდა 90-ზე მეტი ინციდენტი, როდესაც აქციების გაშუქებისას სამართალდამცავები მიზანმიმართულად თავს ესხმოდნენ და პროფესიული მოვალეობის შესრულების შესაძლებლობას არ აძლევდნენ ჟურნალისტებს.

სპეცრაზმის მიერ გამოყენებულმა ცრემლსადენმა გაზმა და წიწაკის სპრეიმ ათობით ჟურნალისტი და ოპერატორი დააზიანა. გარდა ამისა, რამდენიმე ჟურნალისტი ფიზიკურად იქნა ნაცემი როგორც პოლიციელების, ისე ნიღბიანი პირების მიერ, პოლიციის უმოქმედობის პირობებში.

მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება მიმდინარეობს, არავინ დაუკავებიათ, რაც მედიის წარმომადგენლებში აჩენს ეჭვს, რომ ძალადობა სახელმწიფოს მიერ არის სანქცირებული ან შეგნებულად დაშვებული.

მარიამ ბოგვერაძის სტატიაში აღწერილია ექვსი დაზარალებული ჟურნალისტის ისტორია.

სტატიის სრული ვერსია ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე.

ამ თემაზე

#თავისუფლებამზიას- პრესის თავისუფლების ინსტიტუტი

IPI-ის გლობალური ქსელი მოითხოვს ქართველი ჟურნალისტისა და IPI-ის წევრის, მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, რომელიც 11 იანვრიდან წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

ხატია ჯინჯიხაძე მზია ამაღლობელის შესახებ

გურამ როგავა მზია ამაღლობელზე