ვახო სანაიას დაკავების შესახებ

19 ოქტომბერი 2025

ჟურნალისტ ვახო სანაიას დაკავება მედიის და სიტყვის თავისუფლების უხეში დარღვევაა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვახო სანაიას დაკავება სავარაუდოდ უკავშირდება იმ ახალ რეპრესიულ კანონს, რომლის საფუძველზეც მშვიდობიანი მოქალაქეები და აქციის მონაწილეები იდევნებიან. ტელეკომპანია Formula • ფორმულა განცხადებით, ვახო სანაიას დაკავება მიზნად ისახავს ჟურნალისტის და მთლიანად დამოუკიდებელი მედიის დაშინებას.

მედიის წარმომადგენლებზე მსგავსი სახის ზეწოლა, გამონაკლისი არ არის. განსაკუთრებით, ბოლო წლების განმავლობაში , როცა მედიაზე ზეწოლამ “ქართული ოცნების” მხრიდან სისტემური და ორგანიზებული ხასიათი მიიღო. მსგავსი ქმედებები შეტევაა არა მხოლოდ მედიის წინააღმდეგ, არამედ თითოეული მოქალაქის თავისუფლების წინააღმდეგ.

კოალიცია სოლიდარობას უცხადებს ვახო სანაიას, ყველა მის კოლეგას და მშვიდობიან დემონსტრანტებს, რომლებიც საკუთარი უფლებების დაცვას ცდილობენ. ვითხოვთ ვახო სანაიას და ყველა უკანონოდ დაკავებული მოქალაქის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.

ამ თემაზე

“ქართული ოცნების” სასამართლო – უსამართლობის და ძალადობის ადგილი 

მანდატურების თავდასხმა ჟურნალისტებზე საქალაქო სასამართლოში

MFRR: „საქართველო კვლავ უახლოვდებოდა სრულად კონსოლიდირებულ ავტორიტარულ რეჟიმად ჩამოყალიბებას“

ანგარიში მედიის მდგომარეობის შესახებ საქართველოში

მედიის ადვოკატირების კოალიციის უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) ანგარიში საქართველოში მედიის უფლებების მდგომარეობის შესახებ