მედიის პოგრომი: თბილისი, 5-6 ივლისი, 2021

21 სექტემბერი 2021

კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” აქვეყნებს ანგარიშს, რომელიც 2021 წლის 5 და 6 ივლისს თბილისში მედიაზე მასშტაბური თავდასხმის მოვლენას სხვადასხვა ჭრილში აფასებს: ანგარიშში გაანალიზებულია მედიაზე ძალადობის წინაპირობები და სამართლებრივი ასპექტები. შეფასება ემყარება საჯარო და ღია წყაროებში არსებულ ინფორმაციას. ანგარიშის შინაარსზე კოალიციის წევრი ორგანიზაციები მუშაობდნენ.

დოკუმენტში აღწერილია ძალადობრივი მოვლენები და შედეგები: ჟურნალისტებისა და ოპერატორების დაზიანების ფაქტები და ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის შემთხვევები, სახელმწიფოს წარმომადგენელთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ლეგიტიმურობა და მიზანშეწონილობა. ასევე, განხილულია 5 – 6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით დამნაშავე პირების გამოვლენის, დაკავებისა და სასამართლოებში საქმის წარმოების პრაქტიკა.

ამ თემაზე

ვახტანგ აბაშიძე – რეპრესიული სისტემის ერთგული წევრი

ზეწოლა დამოუკიდებელ მედიაზე

"ქართული ოცნება" მედიაზე ზეწოლას აგრძელებს

კოალიციის განცხადება კომუნიკაციის კომისიის მუქარაზე დამოუკიდებელი მედიის მიმართ

კომუნიკაციის კომისია "ქართული ოცნების" რიტორიკას იმეორებს