ფეისბუქის პოსტის გამო ვახო სანაიას 30 დღიანი პატიმრობა შეეფარდა

19 ოქტომბერი 2026

მედიის ადვოკატირების კოალიცია  ეხმიანება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანის მიერ „ფორმულას“ წამყვანისა და ჟურნალისტის, ვახო სანაიას მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლითაც მას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.

ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს ჟურნალისტურ საქმიანობასა და გამოხატვის თავისუფლებაზე განხორციელებული ზეწოლის მორიგ საგანგაშო მაგალითს. ვახო სანაიას წინააღმდეგ აღძრულია უკვე მესამე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო, რაც წინა შემთხვევებში შეფარდებული 14-დღიანი პატიმრობისა და 6000-ლარიანი ჯარიმის ფონზე, ნათლად მიუთითებს კრიტიკული მედიისა და განსხვავებული აზრის დევნის, სახიფათო ტენდენციაზე.

მართლმსაჯულების სისტემის გამოყენება კრიტიკული ხმის ჩასახშობად და ჟურნალისტების დასასჯელად ლახავს დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს და პირდაპირ საფრთხეს უქმნის ქვეყანაში სიტყვისა და პრესის თავისუფლებას.

მედიის ადვოკატირების კოალიცია სრულ სოლიდარობას უცხადებს ვახო სანაიას, „ფორმულას“ გუნდს და თითოეულ ჟურნალისტს, რომელიც მზარდი ზეწოლისა და რეპრესიული მეთოდების მიუხედავად, საზოგადოების ერთგულად მსახურებას აგრძელებს.

ამ თემაზე

დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მიმართული სისტემური ზეწოლისა და დევნის შესახებ

მედიაგარემოს გაუარესება, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და დამოუკიდებელი მედიის დევნა

განცხადება ვახო სანაიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით

სოციალურ ქსელში პოსტის გამო ვახო სანაიას 14 დღიანი პატიმრობა შეეფარდა.

დამოუკიდებელი მაუწყებლების ჟურნალისტების პარლამენტში მუშაობის აკრძალვა საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიღების უფლების შეზღუდვაა


მედიაზე ზეწოლა გრძელდება