სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის ერთობლივი აქცია

21 ივლისი 2021

2021 წლის 19 ივლისს ბათუმის საერთაშორისო კონფერენფერენციის მიმდინარეობისას კოალიცია “მედიის ადვოკატირებისათვის” ინიციატივით სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის ერთობლივი აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეებმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ბატონ შარლ მიშელს მიმართეს.

“დღეს, ისე როგორც არასდროს, მოველით, რომ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები ერთად დადგებიან ქვეყანაში დემოკრატიისა და ადამიანის ძირითადი თავისუფლებების დასაცავად. გთხოვთ, გააგრძელოთ საქართველოს ხელისუფლებასთან აქტიური კომუნიკაცია და გააკეთოთ საჯარო განცხადებები ქვეყანაში დემოკრატიულ ჩავარდნებზე და იმუშაოთ სამოქალაქო საზოგადოებასთან იმისათვის, რომ გაგრძელდეს ქვეყნის სვლა ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ” – ნათქვამია ღია წერილში, რომელსაც ხელს 62 ორგანიზაცია აწერს.

ამ თემაზე

განცხადება ვახო სანაიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით

სოციალურ ქსელში პოსტის გამო ვახო სანაიას 14 დღიანი პატიმრობა შეეფარდა.

კომუნიკაციების კომისია – ცენზურის სადარაჯოზე

ტვ ფორმულას დაჯარიმების შესახებ

დამოუკიდებელი მაუწყებლების ჟურნალისტების პარლამენტში მუშაობის აკრძალვა საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიღების უფლების შეზღუდვაა


მედიაზე ზეწოლა გრძელდება