დავეხმაროთ უკრაინულ მედიას

26 თებერვალი 2022

უკრაინული მედიის მხარდასაჭერად თანხასა და სხვადასხვა აღჭურვილობას აგროვებენ.

აქცია „The Fix“-მა, უკრაინულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „მედიის განვითარების ფონდმა“, ნიდერლანდურმა ორგანიზაციამ „Are We Europe“ და მათმა მედიაპარტნიორებმა წამოიწყეს.

მათი თქმით, უკრაინელ ჟურნალისტებს ამ მომენტში ყველაზე მეტად სჭირდებათ:

  • აღჭურვილობა, მოვლენების უსაფრთხოდ გაშუქებისთვის (ჩაფხუტები, ჯავშან-ჟილეტები და ა.შ.) 
  • ლოგისტიკური დახმარება ქვეყნის მასშტაბით გადაადგილებისთვის 
  • ფულადი დახმარება 
  • დახმარება ოპერაციების ნაწილის საზღვარგარეთ გადატანისთვის, რათა მათ შეძლონ მუშაობის გაგრძელება.

მათ, ვისაც დახმარება შეუძლია, უნდა მიმართონ ორგანიზატორებს შემდეგი ელ.ფოსტის მისამართებზე: @newsroom@thefix.media, zakhar@thefix.media, jakub@thefix.media, mariialeonova.work@gmail.com.

ამასთან ერთად, ამოქმედდა გლობალური კრაუდფანდინგი – თანხის გადარიცხვა ბმულზე შეიძლება.

ამ თემაზე

წინასაარჩევნოდ მედიაგარემო გაუარესდა

საინფორმაციო გარემოს ბარომეტრი

Vibrant Information Barometer ყოველწლიური კვლევაა, რომელიც აფასებს საინფორმაციო გარემოს სხვადასხვა მაჩვენებლის მიხედვით.

საპარლამენტო არჩევნები და მედიაგარემო