კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” ინიციატივით 2021 წლის 27 თებერვალს, ტელეკომპანია “ფორმულას” პირდაპირ ეთერში მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა ტელეწამყვან ვახო სანაიას სოლიდარობა გამოუცხადეს და ხელი მოაწერეს მანიფესტს, რომლითაც ხელისუფლებას მოუწოდეს შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები ჟურნალისტების წინააღმდეგ და უზრინველყოს ჟურნალისტების უსაფრთხო გარემოში მუშაობა.
მანიფესტში ნათქვამია, რომ სახელმწიფო არ უზრუნველყოფს ჟურნალისტების უსაფრთხოებას და მმართველი პარტიის მაღალჩინოსნები სიძულვილის ენით, აგრესიით და ბოიკოტით პასუხობენ მედიის კრიტიკულ კითხვებს.
მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა გადაწყვეტილების მიმღებ უმაღლესი რანგის პირებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის წევრებსა და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, მოუწოდეს:
უზრუნველყონ ჟურნალისტებზე თავდასხმების სწრაფი გამოძიება და საზოგადოების ინფორმირებაშეწყვიტონ მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ წამოწყებული პოლიტიკურად მოტივირებული საქმეებიშეწყვიტონ აგრესიული რიტორიკა და სიძულვილის წახალისება მედიის წარმომადგენლების მიმართშეწყვიტონ კრიტიკული მედიის ბოიკოტი და აღადგინონ მედიასთან საქმიანი ურთიერთობის რეჟიმიშეწყვიტონ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის გამოყენება პოლიტიკური მიზნით
ვახო სანაიას მხარდამჭერ აქციას ქუთაისში და ბათუმში რეგიონული მედიასაშუალებების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ და მანიფესტს ხელი მოაწერეს. მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების აქცია და მანიფესტზე ხელმოწერა ტელეკომპანია “ფორმულას”, “TV პირველის”, “მთავარისა” და “კავკასიას” პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.
2021 წლის 25 თებერვალს ტელეკომპანია “ფორმულას” ტელეწამყვან ვახო სანაიას თბილისში, წყნეთის ქუჩაზე თავს დაესხნენ. ჟურნალისტი მომხდარს პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს და ამბობს, რომ თავდამსხმელებს აგრესია მის, როგორც მედიის წარმომადგენლის, მიმართ ჰქონდათ. სამოქალაქო გამოხმაურების ფონზე, საქმესთან დაკავშირებით სწრაფადვე დაიწყო გამოძიება.
პრესის თავისუფლების ჯგუფების სოლიდარობა საქართველოს ჟურნალისტებსა და მედიას
„სწრაფი რეაგირება მედიის
თავისუფლებისთვის“ (MFRR) პრესის თავისუფლების საერთაშორისო ორგანიზაციების და ჟურნალისტების ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, რომლებიც ქართულ მედიას მხარდაჭერას უცხადებენ.