კერძო მაუწყებლის – “იმედის” არაერთი წარმომადგენლის/დაკავშირებული პირის მონაწილეობა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს კანდიდატის შესარჩევ კომისიაში დაუშვებელია

31 მარტი 2022

კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” ეხმიანება საქართველოს პარლამენტის დადგენილებას[1] საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სამი კანდიდატის შესარჩევი საკონკურსო კომისიის შესახებ. გუშინ, 2022 წლის 30 მარტს პარლამენტმა დაამტკიცა საპარლამენტო საკონკურსო კომისია, რომლის შემადგენლობაშია კერძო მაუწყებლის – “იმედის” არაერთი წარმომადგენელი / დაკავშირებული პირი.

“საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის” 209-ე მუხლის თანახმად,  საკონკურსო კომისიაში უნდა შედიოდნენ, სამოქალაქო საზოგადოების და აკადემიური წრეების წარმომადგენლები. საკანონმდებლო დონეზე დადგენილი კრიტერიუმის მიუხედავად, პარლამენტმა არასწორად გამოიყენა დისკრეცია და არ გაითვალისწინა კომისიის შემადგენლობაში პლურალიზმის მაღალი საჭიროება.

კოალიცია მიიჩნევს, რომ  კერძო მაუწყებლის “იმედის” არაერთი წარმომადგენლის ან/და მასთან დაკავშირებული პირის მონაწილეობა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს კანდიდატის შესარჩევ კომისიაში დაუშვებელია. 

ამ თემაზე

კოალიციის განცხადება ჟურნალისტის საბა სორდიას დაკავების შესახებ

ჟურნალისტების დაკავება ისეთი მოსახერხებელი საბაბით, როგორიცაა “პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა”, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაა.

განცხადება ჭიათურის საკრებულოში ჟურნალისტების დაშვების აკრძალვის შესახებ

ჟურნალისტური საქმიანობის შეზღუდვა ჭიათურაში

“ქართული ოცნება” მედიის სისტემურ შეზღუდვას აგრძელებს

სამიზნეა კრიტიკული მედია- ცენტრალურიც და რეგიონულიც