3 მაისი პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეა.
მედიაგარემოს გაუმჯობესების, ჟურნალისტების დაცვის და მათი უსაფრთხოების დაცვის საჭიროებების შესახებ მედიის ადვოკატირების კოალიციის და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს.
ჟურნალისტების უფლებების და მათი პროფესიული საქმიანობის დაცვა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. შეხვედრის მონაწილეებმა მედიის მხარდაჭერის მიზნით სამომავლო თანამშრომლობის მზაობა გამოთქვეს და შეთანხმდნენ, რომ პერიოდულად სამსახურსა და კოალიციას შორის სტატისტიკური მონაცემების გაზიარება მოხდება.